პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები, რომლითაც ათასობით ადამიანი მოტყუვდა - კეტი პერის განმარტების გაკეთება მოუწია
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები, რომლითაც ათასობით ადამიანი მოტყუვდა - კეტი პერის განმარტების გაკეთება მოუწია

წლე­ვან­დე­ლი Met Gala-ს თემა "მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვე­ბი: მო­დის გა­მოღ­ვი­ძე­ბა" იყო, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ყვა­ვი­ლებ­თან, აყ­ვა­ვე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სა­მო­სით გა­მოჩ­ნდნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა Met Gala-ს კონ­ტექ­სტში მომ­ღე­რალ­მა კეტი პე­რიმ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ერ­თოდ არ დას­წრე­ბია.

საქ­მე ისაა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, მომ­ღერ­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა შექ­მნა რე­ა­ლის­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ თით­ქოს, კეტი პე­რიც Met Gala-ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ ფო­ტო­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ტყუვ­და და და­ი­ჯე­რა, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რი იყო.

DailyMail.com ესა­უბ­რა პოპ-ვარ­სკვლავ კეტი პე­რის ფანს, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს ფო­ტო­ე­ბი შექ­მნა. მისი თქმით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნა ფო­ტო­შო­პიც ამ­გვა­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

ეს ამ­ბა­ვი არც თა­ვად მომ­ღე­რალს არ გა­მორ­ჩე­ნია, მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და გან­მარ­ტა, რომ ის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბი არაა და რომ არ დას­წრე­ბია Met Gala-ს.

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები, რომლითაც ათასობით ადამიანი მოტყუვდა - კეტი პერის განმარტების გაკეთება მოუწია

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები, რომლითაც ათასობით ადამიანი მოტყუვდა - კეტი პერის განმარტების გაკეთება მოუწია

წლევანდელი Met Gala-ს თემა "მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება" იყო, ცნობილი ადამიანები კი ღონისძიებაზე ყვავილებთან, აყვავებასთან ასოცირებული სამოსით გამოჩნდნენ.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული ყურადღება Met Gala-ს კონტექსტში მომღერალმა კეტი პერიმ მიიქცია, რომელიც რაც უნდა გასაკვირი იყოს, ღონისძიებას საერთოდ არ დასწრებია.

საქმე ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მომღერლის თაყვანისმცემელმა შექმნა რეალისტური ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ თითქოს, კეტი პერიც Met Gala-ზე იმყოფებოდა. ამ ფოტოებით საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუვდა და დაიჯერა, რომ ისინი რეალური იყო.

DailyMail.com ესაუბრა პოპ-ვარსკვლავ კეტი პერის ფანს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეს ფოტოები შექმნა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის შემდეგ გამოიყენა ფოტოშოპიც ამგვარი შედეგის მისაღწევად.

ეს ამბავი არც თავად მომღერალს არ გამორჩენია, მან "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები და განმარტა, რომ ის რეალური სურათები არაა და რომ არ დასწრებია Met Gala-ს.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი