საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" - გომელაური
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" - გომელაური

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ [აქ­ცი­ა­ზე მყოფ] ბავ­შვებს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ ბევ­რი, ცოტა ვართ ძა­ლი­ან და ეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რისი გა­მო­ყე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია კა­ნო­ნით,- ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გო­მე­ლა­უ­რის თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წყლის ჭავ­ლის გა­ზის, მხუ­თა­ვი აი­რის, წი­წა­კის სპრე­ი­სა თუ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 20%-იც არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია აქ­ცი­ებ­ზე.

"თქვენ ნა­ხეთ კად­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩი­ეთ ეს კად­რე­ბი და გა­ვუშ­ვით, ეს იყო მცი­რე ნა­წი­ლი, რაც ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში და მსოფ­ლი­ო­ში, ეს სტან­დარ­ტუ­ლია, მე არ ვამ­ბობ, რომ ეს უკა­ნო­ნოა. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ნა­ყოფს და პო­ლი­ცი­ურ ძა­ლებს აქვთ გავ­ლი­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად აქვთ გავ­ლი­ლი ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი და ის არის გათ­ვლი­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი რო­გორც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შია. ჩვენ არ ვი­გო­ნებთ არა­ფერს, თუმ­ცა მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ძა­ლი­ან ხში­რად მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლე­ბი, ანუ მთლი­ა­ნი ძა­ლე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. წყლის ჭავ­ლი იქ­ნე­ბა, გაზი იქ­ნე­ბა, მხუ­თა­ვი აირი, წი­წა­კის სპრეი იქ­ნე­ბა თუ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გვაქვს, კა­ნო­ნი­ე­რი, რომ ეს გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, იმ ახალ­გაზ­რდებს, იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლის ტო­ლე­ბი არი­ან და უფრო პა­ტა­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, მო­ვუ­წო­დებ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც მათ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ და რა­ტომ­ღაც, როცა იძა­ბე­ბა ვი­თა­რე­ბა, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქრე­ბი­ან, როცა დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, გა­მო­დი­ან, კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ ხოლ­მე დიდი შე­მარ­თე­ბით, მე მო­ვუ­წო­დებ ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს- გა­მო­ხა­ტონ, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თან და­ცუ­ლია, აქ­ცია ჩა­ა­ტა­რონ, თუმ­ცა არ უნდა გა­და­ვიდ­ნენ ზღვარს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ამ ბავ­შვებს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ ბევ­რი, ცოტა ვართ ძა­ლი­ან და ეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რისი გა­მო­ყე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია კა­ნო­ნით. მერ­წმუ­ნეთ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 20%-იც არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია მთე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, რაც აქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“,- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" - გომელაური

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" - გომელაური

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ [აქციაზე მყოფ] ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობას გამოეხმაურა.

გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლის გაზის, მხუთავი აირის, წიწაკის სპრეისა თუ რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერი უფლება აქვს, თუმცა მისივე განმარტებით, სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების 20%-იც არ გამოუყენებია აქციებზე.

"თქვენ ნახეთ კადრები, სპეციალურად შევარჩიეთ ეს კადრები და გავუშვით, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და მსოფლიოში, ეს სტანდარტულია, მე არ ვამბობ, რომ ეს უკანონოა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფს და პოლიციურ ძალებს აქვთ გავლილი გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატების დანაყოფებთან ერთად აქვთ გავლილი ერთობლივი წვრთნები და ის არის გათვლილი და აღჭურვილი როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ჩვენ არ ვიგონებთ არაფერს, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ხშირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები, ანუ მთლიანი ძალები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონის ფარგლებში. წყლის ჭავლი იქნება, გაზი იქნება, მხუთავი აირი, წიწაკის სპრეი იქნება თუ რეზინის ტყვიები, სრული უფლება გვაქვს, კანონიერი, რომ ეს გამოვიყენოთ. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს, იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემი შვილის ტოლები არიან და უფრო პატარებიც შეიძლება, მათ შორის, მოვუწოდებ ამ ახალგაზრდების ხელმძღვანელებს და ლიდერებს, რომლებიც მათ დავალებებს აძლევენ და რატომღაც, როცა იძაბება ვითარება, სწორედ ეს ადამიანები ქრებიან, როცა დამთავრდება ყველაფერი, გამოდიან, კომენტარებს აკეთებენ ხოლმე დიდი შემართებით, მე მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს- გამოხატონ, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უნდა გადავიდნენ ზღვარს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. მერწმუნეთ, ბოლო წლების განმავლობაში, 20%-იც არ გამოგვიყენებია მთელი შესაძლებლობების, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა გომელაურმა.