საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია
"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მო­უ­წი­ოს ბო­დი­შის მოხ­და - „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იმე­დი გა­უც­რუა მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ენ­დო­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის" ლი­დერ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

იაგო ხვი­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბით, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მაა.

„ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის შეც­დო­მა. რო­გორც „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ბოლო პე­რი­ოდ­ში იყო, შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე აყო­ლებ­დნენ, ესე­ნიც შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე აყო­ლე­ბენ ახლა. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე რუ­სეთს ეპ­რან­ჭე­ბო­დეს, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გაჩ­ვე­ნებთ, რა მაგ­რე­ბი ვართ, რო­გორ ვფლობთ სი­ტუ­ა­ცი­ას, ახ­ლა­ვე კი­სერს მო­ვუგ­რეხთ ამე­რი­კე­ლებს და მის მხარ­დამ­ჭე­რებს ქვე­ყა­ნა­ში.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან უბ­რა­ლოდ სუ­ლე­ლი უნდა იყო, რომ ვერ მიხ­ვდე, რომ ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მა ისე­ვე, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა იყო შეც­დო­მა. თან ისე­თი შეც­დო­მა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­მოს­წო­რე­ბა. ალ­ბათ, მარ­ტო ბო­დი­ში თუ უშ­ვე­ლის და თან ესეც მე­ეჭ­ვე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მო­უ­წი­ოს ბო­დი­შის მოხ­და. ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა ენერ­გი­აა იმ ხალ­ხში, ვინც ამ­ბობს, რომ ეს კა­ნო­ნი არ მომ­წონს და რა სუს­ტია მათი ენერ­გია, ვინც იძა­ხის, რომ კარ­გი იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გა­მოს­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ამას­თან, იაგო ხვი­ჩია გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს, რათა შვი­ლე­ბი აქ­ცი­ა­ზე აღარ გა­უშ­ვან.

„რაც ახლა ხდე­ბა, ადას­ტუ­რებს ჩემს სი­ტყვებს, რომ ნე­ტავ მშვი­დო­ბით მი­ვი­დეთ შე­მოდ­გო­მამ­დე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­დის და იძა­ხის, რომ გაგ­ლა­ხავთ და ძაღ­ლებს და­ვაკ­ბე­ნი­ნებთ თქვენ თავს და ცხე­ნით ვი­ჯი­რი­თებ თქვენ­ზეო. ხომ ეს კად­რე­ბი და­დეს დღეს და ეს თქვეს? ამ დროს პა­პუ­აშ­ვი­ლი გა­მო­დის და ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც რეპ­რე­სი­ე­ბი აქვს გა­მოვ­ლი­ლი, ამ ქვე­ყა­ნა­ში აკე­თებს შავ სიას mona.ru-ს. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს ადა­მი­ა­ნე­ბის შავ სიას, ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მშობ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა, რომ შვი­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი, აქ­ცი­ებ­ზე არ გა­მო­უშ­ვან. მათ უთხრეს, რომ თქვენ შვი­ლებს ძაღ­ლებს და­ვაკ­ბე­ნი­ნებთ და ცხე­ნებს შე­მო­ვა­ტა­რებთ, რო­გორც ევ­რო­პა­ში გვაქვს ნას­წავ­ლი. თან ევ­რო­პის და ამე­რი­კის სა­ხე­ლის გა­ტე­ხას ცდი­ლო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­ნი ხე­ლე­ბით ევ­რო­პე­ლე­ბი გცე­მენ, მათი მო­ცე­მუ­ლი "დუ­ბინ­კე­ბით" გაგ­ლა­ხავთ. და­ახ­ლო­ე­ბით ეს მე­სი­ჯია“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, როცა პო­ლი­ცია კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თას, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მკაც­რი ზო­მე­ბი, ისე­ვე რო­გორც აშშ-ის და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შია მი­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია

"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია

ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა - „ქართულმა ოცნებამ“ იმედი გაუცრუა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ენდობოდა, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომაა.

„ეს კანონპროექტი არის შეცდომა. როგორც „ნაცმოძრაობის“ ბოლო პერიოდში იყო, შეცდომას შეცდომაზე აყოლებდნენ, ესენიც შეცდომას შეცდომაზე აყოლებენ ახლა. შეიძლება ვინმე რუსეთს ეპრანჭებოდეს, ეუბნებოდნენ, რომ გაჩვენებთ, რა მაგრები ვართ, როგორ ვფლობთ სიტუაციას, ახლავე კისერს მოვუგრეხთ ამერიკელებს და მის მხარდამჭერებს ქვეყანაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან უბრალოდ სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რომ ეს არის კატასტროფული შეცდომა ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო შეცდომა. თან ისეთი შეცდომა, რომ ძალიან რთული იქნება ამის გამოსწორება. ალბათ, მარტო ბოდიში თუ უშველის და თან ესეც მეეჭვება. ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა. ხომ ხედავთ, რამხელა ენერგიაა იმ ხალხში, ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არ მომწონს და რა სუსტია მათი ენერგია, ვინც იძახის, რომ კარგი იყო ბატონი ბიძინას გამოსვლა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია გადაცემა „360 გრადუსში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მშობლების დაშინებას ცდილობს, რათა შვილები აქციაზე აღარ გაუშვან.

„რაც ახლა ხდება, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ნეტავ მშვიდობით მივიდეთ შემოდგომამდე. ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო. ხომ ეს კადრები დადეს დღეს და ეს თქვეს? ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც რეპრესიები აქვს გამოვლილი, ამ ქვეყანაში აკეთებს შავ სიას mona.ru-ს. როცა ხელისუფლება აკეთებს ადამიანების შავ სიას, ეს ძალიან საშიშია.

ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება, რომ შვილები, სტუდენტები და ახალგაზრდები, აქციებზე არ გამოუშვან. მათ უთხრეს, რომ თქვენ შვილებს ძაღლებს დავაკბენინებთ და ცხენებს შემოვატარებთ, როგორც ევროპაში გვაქვს ნასწავლი. თან ევროპის და ამერიკის სახელის გატეხას ცდილობენ. ამბობენ, რომ ჩვენი ხელებით ევროპელები გცემენ, მათი მოცემული "დუბინკებით" გაგლახავთ. დაახლოებით ეს მესიჯია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.