მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლი" შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად - დეველოპერული კომპანია AD BLACK SEA-ს პარტნიორია
"მეტროპოლი" შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად - დეველოპერული კომპანია AD BLACK SEA-ს პარტნიორია

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის, კრე­ა­ტი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა Tbilisi Design Festival-ის მხარ­და­ჭე­რით და­ი­წყო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა AD BLACK SEA-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პლატ­ფორ­მის ზრდა­სა და დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ამ იდე­ას სრუ­ლად იზი­ა­რებს „მეტ­რო­პო­ლი“, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე სა­კუ­თა­რი სივ­რცით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ ლო­კა­ცი­ა­ზე მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რცე მო­ე­წყო, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს მუ­შა­ო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და.

მა­რი­ამ კარ­კა­ლა­ია, „მეტ­რო­პო­ლის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი: „ინო­ვა­ცია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა „მეტ­რო­პო­ლი­სათ­ვის“ უცხო არ არის. სწო­რედ ეს იდე­უ­რი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი თან­ხვედ­რა გახ­და პარტნი­ო­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ჩვენს კომ­პა­ნი­ა­სა და AD BLACK SEA-ს შო­რის. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრე­ა­ტი­ვის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი ვართ და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩვენს წვლილს შე­ვი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ ფეს­ტი­ვა­ლის მიზ­ნებს - გა­ვაც­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს, გა­ვი­ზი­ა­როთ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა და შევ­ქმნათ ღი­რე­ბუ­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ Tbilisi Design Festival-ს, რო­მე­ლიც AD BLACK SEA-ს ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა, სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბი­სათ­ვის მო­ვა­წყვეთ „მეტ­რო­პო­ლის“ სივ­რცე. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი ლო­კა­ცია კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და „ნეთ­ვორ­ქინ­გის­თვის“ ერთ-ერთი მიმ­ზიდ­ვე­ლი სივ­რცე აღ­მოჩ­ნდა“.

Tbilisi Design Festival-ი AD BLACK SEA-ს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და „მეტ­რო­პო­ლის“ პარტნი­ო­რო­ბით პირ­ველ მა­ისს გა­ი­მარ­თა. პროგ­რა­მა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს, პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ებ­სა და ვორკშო­პებს მო­ი­ცავ­და, რომ­ლებ­საც სფე­როს წამ­ყვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ილუსტრა­ტო­რე­ბი უძღვე­ბოდ­ნენ. ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი სტუ­მა­რი კი ორი გრე­მის მფლო­ბე­ლი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, სტე­ფან ზაგ­მა­ის­ტე­რი იყო. ხე­ლო­ვან­მა, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნის თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია, ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა.

თბი­ლი­სუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა AD BLACK SEA-სა და „მეტ­რო­პოლს“ შო­რის ბა­თუმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში, სა­დაც მარ­კე­ტინ­გით და რეკ­ლა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან, „მეტ­რო­პო­ლიც“ გა­უ­წევს პარტნი­ო­რო­ბას.

სწო­რედ ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს „მეტ­რო­პო­ლის“ ერთ-ერთი პრო­ექ­ტის Metropol Oval-ის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ჯილ­დო­ე­ბის Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­უ­ლი სას­ტუმ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ქარ­თუ­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ის ხუთ კომ­პლექსს აშე­ნებს. პრო­ექ­ტე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მეტ­რო­პო­ლის შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მეტროპოლი" შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად - დეველოპერული კომპანია AD BLACK SEA-ს პარტნიორია

"მეტროპოლი" შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად - დეველოპერული კომპანია AD BLACK SEA-ს პარტნიორია

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობა Tbilisi Design Festival-ის მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ღონისძიება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავდა მიზნად.

ამ იდეას სრულად იზიარებს „მეტროპოლი“, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე საკუთარი სივრცით იყო წარმოდგენილი. საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციაზე მულტიფუნქციური, შემოქმედებითი სივრცე მოეწყო, სადაც ნებისმიერ სტუმარს მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა.

მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „ინოვაცია, შემოქმედებითი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება „მეტროპოლისათვის“ უცხო არ არის. სწორედ ეს იდეური და კონცეპტუალური თანხვედრა გახდა პარტნიორობის საფუძველი ჩვენს კომპანიასა და AD BLACK SEA-ს შორის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კრეატივის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის პარტნიორები ვართ და ამ თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. სრულად ვიზიარებთ ფესტივალის მიზნებს - გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, გავიზიაროთ თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება და შევქმნათ ღირებული და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Design Festival-ს, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით გაიმართა, სპეციალურად საერთაშორისო ღონისძიებისათვის მოვაწყვეთ „მეტროპოლის“ სივრცე. ფესტივალის სტუმრების აქტიურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი ლოკაცია კომუნიკაციისა და „ნეთვორქინგისთვის“ ერთ-ერთი მიმზიდველი სივრცე აღმოჩნდა“.

Tbilisi Design Festival-ი AD BLACK SEA-ს ორგანიზებითა და „მეტროპოლის“ პარტნიორობით პირველ მაისს გაიმართა. პროგრამა ლექცია-სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს მოიცავდა, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკული დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი იყო. ხელოვანმა, რომელიც დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

თბილისური ფესტივალის შემდეგ თანამშრომლობა AD BLACK SEA-სა და „მეტროპოლს“ შორის ბათუმში გაგრძელდება. ღონისძიებას ზღვისპირა ქალაქში, სადაც მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებული ადამიანები ყოველწლიურად იკრიბებიან, „მეტროპოლიც“ გაუწევს პარტნიორობას.

სწორედ ბათუმში მიმდინარეობს „მეტროპოლის“ ერთ-ერთი პროექტის Metropol Oval-ის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში.

ქართული დეველოპერული კომპანია ამჟამად სხვადასხვა კონცეფციის ხუთ კომპლექსს აშენებს. პროექტები თბილისსა და ბათუმში ხორციელდება.

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

NS