სამართალი
პოლიტიკა

27

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება, გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც" - სუს-ი
"შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება, გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც" - სუს-ი

სუს-ის ცნო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია აქ­ცი­ებ­ზე მსხვერ­პლი, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა - "გეგ­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბიც"

სუს-ის ცნო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია აქ­ცი­ებ­ზე მსხვერ­პლი, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგ­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბიც.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს მო­ა­წყონ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს დესტრუქ­ცი­უ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე და­ფი­ნან­სე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო და არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გეგ­მებ­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ მზად­ყოფ­ნას, ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ძა­ლა­დო­ბა­ში.

  • ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ თა­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და გა­ნი­ხი­ლა­ვენ პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სხვა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბის და პა­რა­ლი­ზე­ბის გეგ­მებს.

კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმზე იე­რი­შის მი­ტა­ნის გეგ­მებს, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის სრუ­ლი და­ძაბ­ვა. სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის და პო­ლი­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამ­ხე­ლის გა­რე­შე, საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის მა­ტა­რე­ბელ ახალ­გაზ­რდებს ავა­ლე­ბენ, პარ­ლა­მენ­ტის წინ მი­ი­ტა­ნონ ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც შემ­დგომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ე.წ. „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის“ დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, აგ­რეთ­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გა­ცე­მუ­ლი აქვთ აქ­ცი­ა­ზე ქვე­ბის და რკი­ნის ხელ­კე­ტე­ბის ფა­რუ­ლად მი­ტა­ნის და­ვა­ლე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის, ქა­ო­სის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის მიზ­ნით, იმარ­თე­ბი­ან უცხო­ე­თის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით და აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცია „CANVAS“-ის და პი­ტერ აკერ­მა­ნის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი სწავ­ლე­ბე­ბის მე­თო­დებს, რომ­ლის მი­ზა­ნია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ე.წ. „მა­ი­და­ნი­ზა­ცია“ და ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი გეგ­მის ნა­წი­ლად, ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და აქ­ცი­ის რა­დი­კა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას, სამ­თავ­რო­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­სას­ვლე­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გზე­ბის ბლო­კი­რე­ბა-ბა­რი­კა­დი­რე­ბას, რკი­ნიგ­ზის ბლო­კი­რე­ბას, ცენ­ტრა­ლურ გამ­ზი­რებ­ზე ე.წ. კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქე­ბის მო­წყო­ბას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ბა­ზე­ბის ბლო­კი­რე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფი­ნან­სე­ბი, ხოლო მათი აზ­რით, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, უცხო­ე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, სა­დაც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­ი­ღეს ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ფა­რუ­ლად მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უნდა მოხ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა პრო­ვო­ცი­რე­ბა. უფრო მე­ტიც, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მხრი­დან ერთი გას­რო­ლაც კი გა­მო­იწ­ვევს პა­ნი­კას, ჭყლე­ტას და შე­სა­ბა­მი­სად დე­მონ­სტრან­ტთა შო­რის მძი­მედ და­შა­ვე­ბულ პი­რებ­სა და მსხვერ­პლს.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მოჰ­ყვეს ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი. მათი აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გაზ­რდის საპ­რო­ტეს­ტო მუხტს და რა­დი­კა­ლიზმს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აგ­რე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათი დე­მო­რა­ლი­ზე­ბის და პრო­ვო­ცი­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ. „ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის“ მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი მე­თო­დე­ბი, რო­გო­რიც არის მათ მი­მართ მუ­ქა­რა, მოს­ყიდ­ვა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხა­რეს მათი გა­დას­ვლის ინ­სცე­ნი­რე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მიზ­ნად ისა­ხავს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩა­მოშ­ლას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბას.

მო­ვუ­წო­დებთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებს, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს, ხოლო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მივ­მარ­თავთ, რომ მათი დესტრუქ­ცი­უ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ, გა­ტარ­დე­ბა მყი­სი­ე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა არ მოხ­დეს მოვ­ლე­ნა­თა ეს­კა­ლა­ცია, გა­მო­ი­რი­ცხოს ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს მშვი­დო­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება, გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც" - სუს-ი

"შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება, გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც" - სუს-ი

სუს-ის ცნობით, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება და სამთავრობო შენობების ბლოკირება - "გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც"

სუს-ის ცნობით, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიზანია აქციებზე მსხვერპლი, სამოქალაქო არეულობის პროვოცირება და სამთავრობო შენობების ბლოკირება. უწყების ინფორმაციით, გეგმაში ჩართულები არიან უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებიც.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

  • ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.

აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს.

აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა" - ნათქვამია ინფორმაციაში.