ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა...
- ჭარბი ნალექი, დაბალი ტემპერატურა ახლა უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მაისში თოვლი არათუ ყაზბეგში, თბილისშიც მოვიდა რამდენიმე წლის წინ... ახლა ძლიერი ნალექი ნამდვილად იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში... გასულ ღამეს თბილისშიც ბევრი ნალექი მოვიდა, ტემპერატურაც დაბალი იყო, მაგრამ დღეს უკვე ამინდი გამოვიდა.
უახლოეს დღეებში მხოლოდ ცალკეულ რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით... ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე მიაღწევს. ასეთი ამინდი 10 მაისამდე შენარჩუნდება. 10 მაისს ისევ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში, კვირას კი დასავლეთ საქართველოში. ქარიც გაძლიერდება, მათ შორის თბილისშიც. ასეთი ცვალებადი ამინდი ნარჩუნდება თვის პირველ ნახევარში, 17 მაისამდე.
ძლიერ ნალექზე, წყლის დონის მომატებაზე, მეწყერზე, თოვლზეც ჩვენ გაფრთხილებაც გვქონდა გავრცელებული რამდენიმე დღით ადრე... წყლის დონე საქართველოს მდინარეებში კარგად არის მომატებული, მაგრამ მადლობა ღმერთს მშვიდობაა, არაფერი მომხდარა.