პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები იგეგმება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში?
რა ცვლილებები იგეგმება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროა.

bpn.ge –ის თა­ნახ­მად, „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, მა­გა­ლი­თად „სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს“ სა­ხე­ლი შე­იც­ვლე­ბა „სა­პენ­სიო ფონ­დის“ და­სა­ხე­ლე­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად იც­ვლე­ბა მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, კერ­ძოდ, სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი უქ­მდე­ბა და მათ ნაც­ვლად იქ­მნე­ბა ერთი ორ­გა­ნო „მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭო“. აღ­ნიშ­ნუ­ლი საბ­ჭო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის მარ­თვას, ასე­ვე შე­ას­რუ­ლებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ/სა­ო­პე­რა­ციო ფუნ­ქცი­ებს.

მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს „სპე­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი“ ექ­ნე­ბა: სა­ინ­ვეს­ტი­ციო, რის­კი­სა და შიდა აუ­დი­ტის ფუნ­ქცი­ე­ბი. სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფუნ­ქცია გუ­ლის­ხმობს სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბას რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბის (ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) მაქ­სი­მა­ლუ­რად გაზ­რდის მიზ­ნით.

სა­პენ­სიო ფონ­დის მმარ­თვე­ლი საბ­ჭო არა­ნაკ­ლებ 9, მაქ­სი­მუმ კი 15 წევ­რის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს. 9 წევ­რის შემ­თხვე­ვა­ში 1 თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი წევ­რია, ხოლო 9-ზე მე­ტის შემ­თხვე­ვა­ში - 2 თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი წევ­რი.

  • „კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს პრო­ფე­სი­ო­ნალ წევ­რებს ირ­ჩევს შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სია და და­სა­ნიშ­ნად წა­რუდ­გენს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დაა 5 წელი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს პრო­ფე­სი­ო­ნალ წევრთა კან­დი­და­ტუ­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სია შედ­გე­ბა 7 წევ­რის­გან: ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტის 3 წევ­რი (წა­რად­გენს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო), 1 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი (და­მო­უ­კი­დე­ბელ წევ­რს წა­რად­გენს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი).

მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მნას შემ­დე­გი კო­მი­ტე­ტე­ბი: სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტე­ტი, რის­კის კო­მი­ტე­ტი და შიდა აუ­დი­ტის კო­მი­ტე­ტი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი წარ­მო­ად­გენს სა­პენ­სიო ფონ­დის და მისი ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბის ზე­დამ­ხედ­ველს.

ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­პო­ზი­ტა­რის შერ­ჩე­ვის წესი, აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­კის­რა „სა­პენ­სიო ფონ­დის“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კო­მი­ტეტს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ დე­პო­ზი­ტარს კონ­კურ­სის წე­სით შე­არ­ჩევს. შერ­ჩე­ვის მო­თხოვ­ნებს, გან­სა­ზღვრავს და ამ­ტკი­ცებს მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭო. ამა­ვე მუხ­ლში ეროვ­ნულ ბანკთან სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­პო­ზი­ტა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რა მმარ­თვე­ლო­ბით საბ­ჭოს.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, სა­პენ­სიო ფონდში თან­ხე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტე­ბის ფი­ნან­სი­რე­ბა­ზე; იზ­რდე­ბა ლი­მი­ტე­ბიც, მა­გა­ლი­თად და­ბალ­რის­კი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლის 15%-იანი ლი­მი­ტი, იზ­რდე­ბა 20%-მდე, ხოლო მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი 25%-მდე.

გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა „სა­პენ­სიო ფონ­დის“ მარ­თვის სა­კო­მი­სი­ოც 0.5%-დან 0.75%-მდე.

„გავ­ლე­ნის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ რა კონ­კრე­ტულ ოდე­ნო­ბას და­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ასე­ვე მეტ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სა­პენ­სიო ფონ­დის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი აქ­ტი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს სა­ხელ­მწი­ფო ან/და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვით ნა­წილ­ზე. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბას.

ასე­ვე, „იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­საქ­მე­ბულს პი­რებს ასე­ვე მო­უ­წევთ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წილ­ზე“.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2025 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე სა­პენ­სიო ფონდმა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, ხოლო 2025 წლის 1-ელ მარ­ტამ­დე შე­სარ­ჩევ­მა კო­მი­სი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში?

რა ცვლილებები იგეგმება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში?

საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.

bpn.ge –ის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები იგეგმება, მაგალითად „საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება „საპენსიო ფონდის“ დასახელებით.

ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“. აღნიშნული საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, ასევე შეასრულებს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ/საოპერაციო ფუნქციებს.

მმართველობითი საბჭოს „სპეციალური ფუნქციები“ ექნება: საინვესტიციო, რისკისა და შიდა აუდიტის ფუნქციები. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - 2 თანამდებობრივი წევრი.

  • „კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი).

მმართველობითი საბჭო ვალდებულია შექმნას შემდეგი კომიტეტები: საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და შიდა აუდიტის კომიტეტი.

კანონპროექტით დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საპენსიო ფონდის და მისი ყველა საქმიანობის ზედამხედველს.

ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება დაეკისრა „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებარა მმართველობით საბჭოს.

ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე.

გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.

„გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, ასევე მეტწილად დამოკიდებული იქნება მოცემულ მომენტში საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობაზე“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ასევე, „იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის შესაბამისად იზრდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები, რაც დაკავშირებულია დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, აღნიშნული საჭიროების ფარგლებში დასაქმებულს პირებს ასევე მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნული გარემოებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“.

კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა.