პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"
"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ" ნო­ე­ლია ვო­იტ­მა, სულ რა­ღაც 7 თვის შემ­დეგ, თა­ვის ტი­ტულ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზად ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ასა­ხე­ლებს.

24 წლის ლა­მაზ­მან­მა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­ზი­ა­რა: "ნუ­რაფ­რის გამო დათ­მობთ თქვენს ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას. ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი სიმ­დიდ­რეა",- წერს ვო­ი­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ჩემი, რო­გორც "მის აშშ"-ს გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი იყო, ჯერ იუ­ტას შტა­ტი წარ­ვად­გი­ნე სი­ა­მა­ყით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკვე მთლი­ა­ნად აშშ. სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და 2023 წლის "მის აშშ"-ს ტი­ტულ­ზე უარს ვამ­ბობ."

  • ვო­ი­ტი 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "მის აშშ"-ს 72-ე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და. ამავდრო­უ­ლად, ის პირ­ვე­ლი ვე­ნე­სუ­ელ-ამე­რი­კე­ლი ქალი გახ­და, ვი­საც ეს ტი­ტუ­ლი ოდეს­მე მი­უ­ღია.

24 წლის ნო­ე­ლია ვო­იტს მა­ნამ­დე აღუ­ნიშ­ნავს, რომ ის მო­ზარ­დო­ბა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო. რო­გორც მო­დე­ლი ჰყვე­ბო­და, ის 16 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში და სწო­რედ მა­შინ გა­ნიც­დი­და თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან ბუ­ლინგს:

"ად­გი­ლობ­რივ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­მარ­ჯვე ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მაგ­რამ ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დამ­ცი­ნოდ­ნენ, სა­თა­ვე­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ედ­გათ. გული მეტ­კი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მე­გობ­რე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი, ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო მიღ­წე­ვას აბუ­ჩად იგ­დებ­დნენ."

სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ უბიძ­გა ნო­ე­ლი­ას, რომ კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ესა­უბ­რა და ამა­ვე თე­მა­ტი­კა­ზე სა­ბავ­შვო წიგ­ნი გა­მო­ე­ცა:

"ში­ნა­გა­ნად ვიცი, რომ ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და იმე­დი მაქვს, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბას და შთა­გო­ნე­ბას კვლავ გან­ვაგ­რძობ. თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს, და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი თავი და სხვე­ბი და არ შე­გე­შინ­დეთ მო­მავ­ლის, მა­ში­ნაც კი, თუ ის გა­ურ­კვე­ვე­ლია",-დას­ძი­ნა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თა­ვის პოს­ტში.

Miss USA-ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­დე­ლი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მო­ხა­ტა: "ჩვენ პა­ტივს ვცემთ და მხარს ვუ­ჭერთ ყო­ფი­ლი "მის აშშ"-ს ნო­ე­ლია ვო­ი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩვე­ნი ტი­ტუ­ლის მფლო­ბელ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და გვეს­მის, რომ მას ახლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ჟა­მად ამ ტი­ტუ­ლის ახა­ლი მფლო­ბე­ლის­თვის გა­და­ცე­მის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მალე გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ",- წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, "მის აშშ 2023"-ის გვირ­გვინს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ მო­ნა­წი­ლეს, "მის ვის­კონ­სინ" ალექ­სის ლუ­მანს გა­დას­ცე­მენ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ"-ს შოკისმომგვრელი აღიარება და უარი ტიტულზე: რას ასახელებს მოდელი ფსიქიკური პრობლემების მიზეზად - "რთული გადაწყვეტილება მივიღე"

"მის აშშ" ნოელია ვოიტმა, სულ რაღაც 7 თვის შემდეგ, თავის ტიტულზე უარი განაცხადა. მიზეზად ის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

24 წლის ლამაზმანმა შოკისმომგვრელი ამბავი "ინსტაგრამის" საშუალებით გააზიარა: "ნურაფრის გამო დათმობთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი სიმდიდრეა",- წერს ვოიტი სოციალურ ქსელში.

"ჩემი, როგორც "მის აშშ"-ს გამოცდილება, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, ჯერ იუტას შტატი წარვადგინე სიამაყით, მოგვიანებით კი უკვე მთლიანად აშშ. სამწუხაროდ, რთული გადაწყვეტილება მივიღე და 2023 წლის "მის აშშ"-ს ტიტულზე უარს ვამბობ."

  • ვოიტი 2023 წლის სექტემბერში "მის აშშ"-ს 72-ე კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ამავდროულად, ის პირველი ვენესუელ-ამერიკელი ქალი გახდა, ვისაც ეს ტიტული ოდესმე მიუღია.

24 წლის ნოელია ვოიტს მანამდე აღუნიშნავს, რომ ის მოზარდობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. როგორც მოდელი ჰყვებოდა, ის 16 წლიდან მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში და სწორედ მაშინ განიცდიდა თანატოლებისა და მეგობრებისგან ბულინგს:

"ადგილობრივ სილამაზის კონკურსში პირველად რომ გავიმარჯვე ძალიან მიხაროდა, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დამცინოდნენ, სათავეში ჩემი საუკეთესო მეგობარი ედგათ. გული მეტკინა, რომ ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად მივიჩნევდი, ჩემთვის სასიხარულო მიღწევას აბუჩად იგდებდნენ."

სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა ნოელიას, რომ კონკურსის განმავლობაში ბულინგის წინააღმდეგ ესაუბრა და ამავე თემატიკაზე საბავშვო წიგნი გამოეცა:

"შინაგანად ვიცი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს, სხვების დახმარებას და შთაგონებას კვლავ განვაგრძობ. თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტული უნდა იყოს, დაიცავით საკუთარი თავი და სხვები და არ შეგეშინდეთ მომავლის, მაშინაც კი, თუ ის გაურკვეველია",-დასძინა ახალგაზრდა ქალმა თავის პოსტში.

Miss USA-ს ორგანიზაციამ მოდელისადმი მხარდაჭერა ოფიციალურ განცხადებაში გამოხატა: "ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ყოფილი "მის აშშ"-ს ნოელია ვოიტის გადაწყვეტილებას. ჩვენი ტიტულის მფლობელთა კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია და გვესმის, რომ მას ახლა საკუთარი თავისთვის დრო სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია ამჟამად ამ ტიტულის ახალი მფლობელისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მალე გავასაჯაროებთ",- წერია განცხადებაში.

წესების მიხედვით, "მის აშშ 2023"-ის გვირგვინს, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, "მის ვისკონსინ" ალექსის ლუმანს გადასცემენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა