სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე
"საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე

სამ­წუ­ხა­როა, სა­ბო­ლო­ოდ, ეს არის ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ მი­ზანს აღ­წევს, - ასე შე­ა­ფა­სა "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ 30-ზე მეტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის მი­მარ­თვა.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა და­უშ­ვას, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღოს.

"სა­ქარ­თვე­ლო სულ უფრო და უფრო ექ­ცე­ვა და­სავ­ლე­თის მხრი­დან იზო­ლა­ცი­ა­ში და გახ­დე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სა­მიზ­ნე რუ­სე­თის­თვის, რო­გორც ეს ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, თუ ეს "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი" მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მსგავ­სი არა მხო­ლოდ მო­წო­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი, არა­მედ ნა­ბი­ჯე­ბი და­სავ­ლე­თის მხრი­დან სულ უფრო და უფრო მეტი იქ­ნე­ბა. ამის გა­აზ­რე­ბით უნდა გა­მო­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში და ხელი შე­ვუ­შა­ლოთ იმას, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ მი­ი­ღონ, ხოლო შემ­დეგ გა­ვუშ­ვათ "ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან",- გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30-ზე მეტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნელს, ჯო­ზეფ ბო­რელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თავს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ღია წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ინი­ცი­რე­ბამ და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი". ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ბო­რელს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და ითხო­ვენ, შე­ჩერ­დეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, გა­და­ი­ხე­დოს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე

"საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე

სამწუხაროა, საბოლოოდ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილი საკუთარ მიზანს აღწევს, - ასე შეაფასა "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვა.

მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხელისუფლებამ მიიღოს.

"საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა. ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ეს "რუსული კანონი" მიღებული იქნება, მსგავსი არა მხოლოდ მოწოდებები და განცხადებები, არამედ ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი იქნება. ამის გააზრებით უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ხელი შევუშალოთ იმას, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ, ხოლო შემდეგ გავუშვათ "ოცნება" ხელისუფლებიდან",- განაცხადა ჯაფარიძემ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.

მათივე ცნობით, ღია წერილში ნათქვამია, რომ "რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი". ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.