ავტორი:

"გორი ინნ" - ერთადერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გორში

"გორი ინნ" - ერთადერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გორში

მათთვის, ვინც დასასვენებელ ადგილს დედაქალაქთან ახლოს, მაგრამ ხმაურისგან შორს ეძებს, ქალაქ გორში, გურამიშვილის 1 ნომერში, 2022 წელს, სასტურმო "გორი ინნ" აშენდა.

ვიზუალითა და კომფორტული სერვისებით გამორჩეული სივრცე უკვე შეიყვარეს, როგორც ადგილობრივებმა, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა სტუმრებმა.

როგორ დაიბადა "გორი ინნ"?

ზოგადად, საქართველო ტურისტული პოტენციალით გამორჩეული მხარეა, სწორედ ამიტომ, ხშირად გარკვეული რესურსი აუთვისებელი რჩება. ასე იყო გორის შემთხვევაშიც. მას სჭირდებოდა ბიძგი, რომელიც თავის გამოვლენაში დაეხმარებოდა და მისცემდა საშუალებას, გამხდარიყო საყვარელი ადგილი ერთმანეთისგან განსხვავებული ვიზიტორებისთვის.

სასტუმროს შექმნის მთავარი იდეა სწორედ ის იყო, რომ ღირსშესანიშნაობების სანახავად ჩასული ტურისტები აღარ გაფანტულიყვნენ და ერთ, მათზე მორგებულ სივრცეში დარჩენილიყვნენ. თუ ამ დრომდე ისინი, უფლისციხისა თუ გორის მუზეუმის მონახულების შემდეგ სწრაფად ბრუნდებოდნენ სახლში, ახლა სასიამოვნო საღამოს, ან თუნდაც დღეების გატარებას შეძლებდნენ გორში.

"გორი ინნ"-ის, მიმზიდველი ტურისტული ობიექტის აშენება სარისკო იყო, მაგრამ გაამართლა, რადგან მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი კონკურენტულ ფასად მიიღო და ძალიან მალე კიდეც შეიყვარა.

სასტუმროს შექმნა პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ სტუმრებზე, არამედ, მასპინძლებზეც, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა და თავისი წვლილი შეიტანა იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელიც "გორი ინნ"-ს ყველასგან განასხვავებს.

რა გამოარჩევს "გორი ინნ"-ს?

სასტუმრო სურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე შემქმნელებისთვისაც. სრულიად მოულოდნელად, იმ პერიოდში, როდესაც კადრების გადინება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო, უამრავი პროფესიონალი თავისი სურვილით მივიდა "გორი ინნ"-ში სამუშაოდ. მათ თავიანთი თავი იპოვეს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და ახალი გამოწვევებიც სიამოვნებით მიიღეს ახალგახსნილ სასტუმროსთან ერთად.

"გორი ინნ" გამორჩეული ემოციებითაა შექმნილი და ამას სტუმრები ყოველთვის გრძნობენ. ტკბილი მოგონებები - ეს ისაა, რაც თითოეულ მათგანს მიჰყვება სახლში.

სიამოვნება, რომელსაც სასტუმრო ხალხს სთავაზობს, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა ჩაფიქრებული. არ აქვს მნიშვნელობა აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, თუ უბრალოდ რელაქსი გჭირდებათ, "გორი ინნ" ყველასთვისაა.

რას გვთავაზობს "გორი ინნ"?

სასტუმროს ნომრები მრავალფეროვანი და კეთილმოწყობილია, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი. თქვენ არ დაგჭირდებათ კომფორტისთვის აუცილებელი დეტალების ჩემოდნით წაღება, ისინი ისედაც ნომერში დაგხვდებათ.

ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში, უფასოა უგემრიელესი საუზმე, აუზში გაგრილება, ჯაკუზი, გარე სივრცეში გარუჯვა, ორთქლისა და მშრალი საუნა, საბილიარდე ოთახში გართობა, გამორჩეული ღვინის, 25 წლიანი დაძველების კონიაკისა და ჭაჭის შადრევნის დაგემოვნება მარანში.

დამატებითი სერვისების არჩევის შემთხვევაში, შეძლებთ საკონფერენციო დარბაზით, სპა ცენტრით, ჰამამითა და ბარით სარგებლობასაც.

"გორი ინნ" ის ადგილია, სადაც ფიზიკურსა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასიამოვნო და კომფორტულია.

როგორ დაიწყო 2024 წელი "გორი ინნ"-ისთვის და რას გვპირდება ის მომავალში?

სასტუმროსთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. პროგნოზებისა და იმედების გამართლების პერიოდია და, შესაძლოა, წინასწარ პროგნოზს - 90%-იან ზრდას "გორი ინნ"-მა კიდეც გადააჭარბოს.

სასტუმრო მუდმივად ზრდაზეა მოტივირებული, ამიტომ სიახლეები ყოველთვის პრიორიტეტია. შემქმნელები ცდილობენ ჩამოსულ სტუმარს ხშირად დაახვედრონ რაღაც ისეთი, რაც ამ დრომდე არ უნახავს.

რადგან ზაფხული უკვე მალე მოვა, გარე აქტივობები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. "გორი ინნ"-ის გუნდი ამ დეტალებზეც ზრუნავს და გეგმავს, რომ ვიზიტორებმა წელს ველოსიპედებითა და სხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობაც შეძლონ.

მათთვის, ვინც დასასვენებელ ადგილს დედაქალაქთან ახლოს, მაგრამ ხმაურისგან შორს ეძებს, ქალაქ გორში, გურამიშვილის 1 ნომერში, 2022 წელს, სასტურმო "გორი ინნ" აშენდა.

სასტუმროს შექმნის მთავარი იდეა სწორედ ის იყო, რომ ღირსშესანიშნაობების სანახავად ჩასული ტურისტები აღარ გაფანტულიყვნენ და ერთ, მათზე მორგებულ სივრცეში დარჩენილიყვნენ.

ვიზუალითა და კომფორტული სერვისებით გამორჩეული სივრცე უკვე შეიყვარეს, როგორც ადგილობრივებმა, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა სტუმრებმა.

R