ავტორი:

"ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს“ - ჯო ბაიდენმა შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნას და მის ნაცვლად მიშელ ობამამ იყაროს კენჭი

"ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს“ - ჯო ბაიდენმა შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნას და მის ნაცვლად მიშელ ობამამ იყაროს კენჭი

ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას და მის ნაცვლად ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლემ, ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ იყაროს კენჭი, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "შპიგელი“ ავრცელებს.

  • ვარაუდობენ, რომ ბაიდენი გადაწყვეტილებას 2024 წლის აგვისტოში, ჩიკაგოში, პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის პოტენციური შემცვლელების სიაში უკვე შეიყვანეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა.

"ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს“, – წერს "შპიგელი“.

გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესაძლო მიღების ერთ-ერთი მიზეზი ბაიდენის ასაკია: ამერიკელთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ის ძალიან ასაკოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ ოთხი წელი მართოს.

2020 წელს, ტელეარხ KDKA-ს ეთერში სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტის კითხვას, სურს თუ არა მიშელ ობამას თავის ვიცე-პრეზიდენტად ხილვა, ჯო ბაიდენმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა! მას დაუფიქრებლად ავირჩევდი. მიშელი შესანიშნავია. ნამდვილად დახვეწილი ქალია. ობამები ჩემი დიდი მეგობრები არიან“.

მანამდე, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე ამ თანამდებობით არასდროს დაინტერესდება, თუმცა დასძინა, რომ მიშელი ძლიერი პოლიტიკოსი იქნებოდა.