საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან
აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აგ­ზავ­ნის, თუმ­ცა, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი­ა­ნო­ბა არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა „დო­ი­ჩე ველე“ წერს.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტო dpa ბრი­უ­სელ­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე დიპ­ლო­მატ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ საფ­რან­გე­თი, უნ­გრე­თი და სლო­ვა­კე­თი აპი­რე­ბენ მი­ი­ღონ რუ­სუ­ლი მხა­რის მიწ­ვე­ვა, „სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბის ღიად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით“. ამას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ამ, გა­და­წყვი­ტა პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წროს.

"გერ­მა­ნია არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა. მა­ნამ­დე გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მოს­კოვ­ში გერ­მა­ნი­ის ელჩი, ალექ­სან­დრე გრაფ ლამბსდორ­ფი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ერთი კვი­რით ბერ­ლინ­ში გა­იწ­ვი­ეს გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ფოს­ტის სერ­ვერ­ზე, ასე­ვე ზო­გი­ერ­თი გერ­მა­ნუ­ლი სა­წარ­მოს რე­სურ­სებ­ზე რუსი ჰა­კე­რე­ბის კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ, რო­მე­ლიც არ არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ კრემლში 7 მა­ისს წარ­მო­მად­გენ­ლის გაგ­ზავ­ნას არ აპი­რებს.

„გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო არ გაგ­ზავ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე. რუ­სე­თის თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე არის არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა სუ­ვე­რე­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.

პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე წარ­მო­მად­გე­ნელს არც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გაგ­ზავ­ნის.

”არა, ჩვენ არ გვე­ყო­ლე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, მოს­კოვ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ფიცს მე­ხუ­თედ და­დებს. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მარ­ტში გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხმე­ბის 87% პრო­ცენ­ტით გა­ი­მარ­ჯვა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში მე­ხუ­თედ უნდა და­დოს ფიცი. მარ­ტში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ხელ­მწი­ფოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­თა­უ­რის მხარ­და­სა­ჭე­რად ხმე­ბის 87% და­ით­ვა­ლა. და­სავ­ლეთ­მა გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სე­თის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორც არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი და უსა­მარ­თლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნის, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა არ არსებობს, - ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.

ამასთან, სააგენტო dpa ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ მიიღონ რუსული მხარის მიწვევა, „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით“. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყანების უმრავლესობამ, მათ შორის გერმანიამ, გადაწყვიტა პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს.

"გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოსკოვში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის ერთი კვირით ბერლინში გაიწვიეს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფოსტის სერვერზე, ასევე ზოგიერთი გერმანული საწარმოს რესურსებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ასევე განაცხადა, რომ კრემლში 7 მაისს წარმომადგენლის გაგზავნას არ აპირებს.

„გაერთიანებული სამეფო არ გაგზავნის წარმომადგენელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის არაპროვოცირებული, მიზანმიმართული და ბარბაროსული თავდასხმა სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის.

”არა, ჩვენ არ გვეყოლება წარმომადგენელი მის ინაუგურაციაზე”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში მეხუთედ უნდა დადოს ფიცი. მარტში გამართულ არჩევნებზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის მხარდასაჭერად ხმების 87% დაითვალა. დასავლეთმა გააკრიტიკა რუსეთის არჩევნები, როგორც არათავისუფალი და უსამართლო.