პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია
"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია

"ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ და­თან­ხმდა ეგ­ვიპ­ტი­სა და კა­ტა­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­ულ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის წი­ნა­და­დე­ბას, რო­მელ­მაც უნდა შე­ა­ჩე­როს ის­რა­ელ­თან 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ის­მა­ილ ჰა­ნი­ემ კა­ტა­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ეგ­ვიპ­ტის დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გა­ნუ­ცხა­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­კა­ოდ რთუ­ლი იყო და მას­ში არა მხო­ლოდ "ჰა­მა­სი" და ის­რა­ე­ლი, არა­მედ აშშ, კა­ტა­რი და ეგ­ვიპ­ტეც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ის­რა­ელს ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

"ბურ­თი ახლა ის­რა­ე­ლის მო­ე­დან­ზეა“, - გა­ნა­ცხა­და "ჰა­მა­სის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

წი­ნა­და­დე­ბის დე­ტა­ლე­ბი და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ეგ­ვიპ­ტი­სა და "ჰა­მა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა, რა დრო­საც "ჰა­მა­სი" მძევ­ლებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, ის­რა­ე­ლი კი ღა­ზი­დან არ­მი­ას გა­იყ­ვანს.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერსთან" გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც აშშ-ის და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მიჩ­ნე­უ­ლი "ჰა­მა­სი" და­თან­ხმდა, წარ­მო­ად­გენს "შერ­ბი­ლე­ბულ" ვერ­სი­ას ეგ­ვიპ­ტის წი­ნა­და­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ის­რა­ე­ლის­თვის მი­უ­ღე­ბელ "შორს მი­მა­ვალ" დას­კვნებს. "ეს სა­ვა­რა­უ­დოდ არის თვალ­თმაქ­ცო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია ის­რა­ე­ლი გა­მოჩ­ნდეს შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის მთქმელ მხა­რედ", - ამ­ბობს ის.

ცოტა ხნის წინ, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ალ-აქ­სას სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­რეთ შეკ­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს. შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ პროგ­რე­სი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მყოფ­თათ­ვის ზე­ი­მის მი­ზე­ზია.

პა­ლეს­ტი­ნე­ლებს არ აქვთ საკ­ვე­ბი, საწ­ვა­ვი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ის­რა­ე­ლის შე­ტე­ვის შე­დე­გად შექ­მნი­ლია მწვა­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი.

ის­რა­ე­ლის თქმით, ღა­ზა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტაპ­ზე 100 000-ია. პა­ლეს­ტი­ნის დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 250 000-ს უახ­ლოვ­დე­ბა.

კვი­რას "ჰა­მა­სმა" კე­რემ შა­ლო­მის სა­სა­ზღვრო უღელ­ტე­ხილ­ზე რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. შე­დე­გად, 6 მა­ისს ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნე­ლებს ღა­ზის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ რა­ფა­ჰი­დან ევა­კუ­ა­ცია უბ­რძა­ნა, შემ­დეგ კი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - შემ­თხვე­ვას 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა შიში, რომ ის­რა­ე­ლი და­ი­წყებ­და რა­ჰაფ­ზე სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­ტე­ვას, რა­საც ის­რა­ე­ლი დიდი ხა­ნია იმუქ­რე­ბა, აშშ-ის და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

  • გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, რა­ფაჰ­ში 1,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათ­გან ნა­ხე­ვა­რი ბავ­შვია. ომამ­დე იქ, და­ახ­ლო­ე­ბით, 275 000 მო­სახ­ლე იყო, თუმ­ცა გა­სუ­ლის წლის 7 ოქ­ტომ­ბრის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის მიერ და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ქა­ლაქს უამ­რავ­მა პა­ლეს­ტი­ნელ­მა შე­ა­ფა­რა თავი.

ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის­რა­ელს ექ­ნე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ან სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა "ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სახ­მე­ლე­თო შე­მოჭ­რის­თვის“, თქვა მა­ი­რავ ზონსზე­ინ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სე­ბის ჯგუ­ფის უფ­როს­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის ომი 7 ოქ­ტომ­ბერს სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის თავ­დას­ხმით და­ი­წყო, რომ­ლის დრო­საც მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს 253 პირი. სა­პა­სუ­ხოდ ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორ­ზე სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

ავტორი:

"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია

"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია

"ჰამასი" აცხადებს, რომ დათანხმდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელმაც უნდა შეაჩეროს ისრაელთან 7 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი. გადაწყვეტილების შესახებ ისმაილ ჰანიემ კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბარში განუცხადა. მოლაპარაკებები საკაოდ რთული იყო და მასში არა მხოლოდ "ჰამასი" და ისრაელი, არამედ აშშ, კატარი და ეგვიპტეც მონაწილეობდნენ. ისრაელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, - განაცხადა "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წინადადების დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში ეგვიპტისა და "ჰამასის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგრძელდება, რა დროსაც "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს, ისრაელი კი ღაზიდან არმიას გაიყვანს.

ისრაელის ხელისუფლებიდან ანონიმურმა წყარომ სააგენტო "როიტერსთან" განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასი" დათანხმდა, წარმოადგენს "შერბილებულ" ვერსიას ეგვიპტის წინადადებისა, რომელიც მოიცავდა ისრაელისთვის მიუღებელ "შორს მიმავალ" დასკვნებს. "ეს სავარაუდოდ არის თვალთმაქცობა, რომლის მიზანია ისრაელი გამოჩნდეს შეთანხმებაზე უარის მთქმელ მხარედ", - ამბობს ის.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ალ-აქსას საავადმყოფოს გარეთ შეკრებული მოსახლეობა მოლაპარაკებების დასრულებას აღნიშნავს. შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ პროგრესი კონფლიქტის ზონაში მყოფთათვის ზეიმის მიზეზია.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ისრაელის თქმით, ღაზაში დაზარალებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 100 000-ია. პალესტინის დახმარების სააგენტოები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი 250 000-ს უახლოვდება.

კვირას "ჰამასმა" კერემ შალომის სასაზღვრო უღელტეხილზე რაკეტა გაისროლა, რის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. შედეგად, 6 მაისს ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან ევაკუაცია უბრძანა, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელა - შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა შიში, რომ ისრაელი დაიწყებდა რაჰაფზე სრულმასშტაბიან შეტევას, რასაც ისრაელი დიდი ხანია იმუქრება, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად.

  • გაეროს შეფასებით, რაფაჰში 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან ნახევარი ბავშვია. ომამდე იქ, დაახლოებით, 275 000 მოსახლე იყო, თუმცა გასულის წლის 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული ამ ქალაქს უამრავმა პალესტინელმა შეაფარა თავი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელს ექნება შეერთებული შტატების პოლიტიკური ან სამხედრო მხარდაჭერა "ყოვლისმომცველი სახმელეთო შემოჭრისთვის“, თქვა მაირავ ზონსზეინმა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის უფროსმა ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ომი 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმით დაიწყო, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორზე სახმელეთო და საჰაერო იერიში მიიტანა.