პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის მასწავლებელი 11 წლის მოსწავლეს ხვდებოდა, რის შემდეგაც ქალი დააკავეს - "ბერგმანის ჩანთაში იპოვეს საქაღალდე, სადაც წერილებს ინახავდა"
24 წლის მასწავლებელი 11 წლის მოსწავლეს ხვდებოდა, რის შემდეგაც ქალი დააკავეს - "ბერგმანის ჩანთაში იპოვეს საქაღალდე, სადაც წერილებს ინახავდა"

ამე­რი­კა­ში, ვის­კონ­სი­ნის შტატ­ში და­წყე­ბი­თი სკო­ლის 24 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ოთხშა­ბათს და­ა­კა­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, მე­დი­სონ ბერ­გმანს მე­ხუ­თე კლა­სელ­თან "შე­უ­სა­ბა­მო" ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. 11 წლის ბი­ჭ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, პირ­ვე­ლად ბავ­შვის დე­დამ გა­ი­გო, როცა მათი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა.

მშობ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შორი მი­მო­წე­რაც წა­ი­კი­თხეს, ხოლო ბი­ჭის მა­მამ დი­რექ­ტორს ამო­ნა­წე­რე­ბი წა­რუდ­გი­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ან ლან­ჩის დროს ხვდე­ბოდ­ნენ. ბერ­გმა­ნის ჩან­თა­ში პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქა­ღალ­დე, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლის მიერ გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს ინა­ხავ­და. ერთ-ერთ წე­რილ­ში ქალი 11 წლის ბავ­შვს წერს, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­წო­რია.

"ვიცი, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მე შენ ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხარ. მაგ­რამ ახლა უნდა გავ­ჩერ­დე."

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა. ბავ­შვის მშობ­ლებ­თან ბერ­გმანს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ოჯახ­მა იგი და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­პებ­შიც კი მი­იწ­ვია. სკო­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბერ­გმა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას ეკ­რძა­ლე­ბა კონ­ტაქ­ტი მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან და სკო­ლის პერ­სო­ნალ­თან.

”სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო ქცე­ვა, რო­მე­ლიც არ­ღვევს ნდო­ბას, ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის”, - ნათ­ქვა­მია შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

მე­დი­სონ ბერ­გმან­მა River Crest Elementary-ში მუ­შა­ო­ბა 2022 წელს და­ი­წყო. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ იგი და­ნიშ­ნუ­ლი იყო და ქორ­წილს რამ­დე­ნი­მე თვე­ში გეგ­მავ­და.

წყა­რო: cbsnews

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
0

იქნებ ნელ-ნელა ცდილობდა არასრულწლოვნის მოცილებას. ხომ.სწერდა წერილში რომ არასწორი იყო მათი ურთოერთობა

კალო
3

მაკრონების წყვილი სანიმუშოა და ეს დასაჭერი?...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

24 წლის მასწავლებელი 11 წლის მოსწავლეს ხვდებოდა, რის შემდეგაც ქალი დააკავეს - "ბერგმანის ჩანთაში იპოვეს საქაღალდე, სადაც წერილებს ინახავდა"

24 წლის მასწავლებელი 11 წლის მოსწავლეს ხვდებოდა, რის შემდეგაც ქალი დააკავეს - "ბერგმანის ჩანთაში იპოვეს საქაღალდე, სადაც წერილებს ინახავდა"

ამერიკაში, ვისკონსინის შტატში დაწყებითი სკოლის 24 წლის მასწავლებელი ოთხშაბათს დააკავეს. როგორც გაირკვა, მედისონ ბერგმანს მეხუთე კლასელთან "შეუსაბამო" ურთიერთობა ჰქონდა. 11 წლის ბიჭსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის შესახებ, პირველად ბავშვის დედამ გაიგო, როცა მათი სატელეფონო საუბარი მოისმინა.

მშობლებმა, სავარაუდოდ, მათ შორი მიმოწერაც წაიკითხეს, ხოლო ბიჭის მამამ დირექტორს ამონაწერები წარუდგინა. როგორც გაირკვა, ისინი ერთმანეთს გაკვეთილების შემდეგ ან ლანჩის დროს ხვდებოდნენ. ბერგმანის ჩანთაში პოლიციამ ასევე აღმოაჩინა საქაღალდე, რომელშიც მოსწავლის მიერ გაგზავნილ წერილებს ინახავდა. ერთ-ერთ წერილში ქალი 11 წლის ბავშვს წერს, რომ მათი ურთიერთობა არასწორია.

"ვიცი, რომ ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ. მაგრამ ახლა უნდა გავჩერდე."

გაურკვეველია, რამდენ ხანს გრძელდებოდა ძალადობა. ბავშვის მშობლებთან ბერგმანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ოჯახმა იგი დასასვენებლად ალპებშიც კი მიიწვია. სკოლის განცხადებით, ბერგმანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას ეკრძალება კონტაქტი მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის პერსონალთან.

”სკოლის პერსონალის სავარაუდო არასათანადო ქცევა, რომელიც არღვევს ნდობას, ღრმად შემაშფოთებელია ყველა ჩვენგანისთვის”, - ნათქვამია შეტყობინებაში.

მედისონ ბერგმანმა River Crest Elementary-ში მუშაობა 2022 წელს დაიწყო. სოციალური მედიიდან ირკვევა, რომ იგი დანიშნული იყო და ქორწილს რამდენიმე თვეში გეგმავდა.

წყარო: cbsnews