სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ
"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ

ახა­ლი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მკვლე­ვა­რებ­მა წყალ­ქვე­შა ნა­ვის "ტი­ტა­ნის" გა­ნად­გუ­რე­ბის ახა­ლი მი­ზე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ფე­რი მა­სა­ლის მცი­რე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გამო მოხ­და - კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ნა­ვის თხელ კედ­ლებ­ზე.

  • მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის (PNAS) ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნაშ­რომ­ში, კვლე­ვის ლი­დერ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სორ­მა, რო­ბერ­ტო ბა­ლა­რი­ნიმ თქვა, რომ მა­სა­ლა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ტი­ტა­ნის ქვე­და ნა­წი­ლის კორ­პუ­სის შე­საქ­მნე­ლად, შე­იძ­ლე­ბა მისი აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რი­ყო.

რა თქმა უნდა, მვლე­ვა­რებ­მა "ტი­ტა­ნის" შეს­წავ­ლა ვერ შეძ­ლეს, თუმ­ცა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მსგავ­სი ფორ­მი­სა და მა­სა­ლის გე­მე­ბი. მცი­რე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს, ინ­ტენ­სი­უ­რი წნე­ვის ქვეშ ნავს აფეთ­ქე­ბის რის­კის წი­ნა­შე აყე­ნებს. ახლა, როცა "ტი­ტა­ნი" მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მკვლე­ვა­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­რა­სო­დეს და­ად­გე­ნენ იმ ხარ­ვე­ზის ზუსტ ად­გილს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა.

მა­ნამ­დე ექ­სპერ­ტე­ბი "ტი­ტა­ნის" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტზე სა­უბ­რობ­დნენ. მათ შო­რის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვას, ელექტრულ გა­უ­მარ­თა­ო­ბას, კორ­პუ­სის გა­ხეთ­ქვას, ან არა­ხელ­საყ­რე­ლი ამინ­დის გამო მის და­ზი­ა­ნე­ბას.

სტე­ფან უი­ლი­ამ­სი, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ვე­ლე რო­ბო­ტი­კის ავ­სტრა­ლი­უ­რი ცენ­ტრის პრო­ფე­სო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ "ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი არის ის, რომ მან წყლის წნე­ვას ვერ გა­უძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ტი­ტა­ნის" კომ­პო­ზი­ტუ­რი კორ­პუ­სი აგე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ გა­უძ­ლოს ინ­ტენ­სი­ურ ღრმა ზღვის წნე­ვას, მისი კონ­სტრუქ­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მის მთლი­ა­ნო­ბას - ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს აფეთ­ქე­ბის რის­კი“. უი­ლი­ამ­სი ასე­ვე ამ­ბობს, რომ პო­ტენ­ცი­უ­რად, ელექტრუ­ლი მოკ­ლე ჩარ­თვის გამო, შე­საძ­ლოა, ბორტზე ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

"ტი­ტან­მა" თა­ვის დამ­ხმა­რე ნავ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია 2023 წლის 18 ივ­ნისს და­კარ­გა. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში, და ფრან­გი წყალ­ქვე­შა პი­ლო­ტი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე.

წყა­რო: dailymail

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე
ავტორი:

"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ

"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ

ახალი მოხსენების თანახმად, მკვლევარებმა წყალქვეშა ნავის "ტიტანის" განადგურების ახალი მიზეზები გამოიკვლიეს. კვლევების თანახმად, ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა - კერძოდ, საუბარია ნავის თხელ კედლებზე.

  • მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში, კვლევის ლიდერმა და სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორმა, რობერტო ბალარინიმ თქვა, რომ მასალა, რომლებიც გამოყენებული იყო ტიტანის ქვედა ნაწილის კორპუსის შესაქმნელად, შეიძლება მისი აფეთქების მიზეზი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, მვლევარებმა "ტიტანის" შესწავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაათვალიერეს მსგავსი ფორმისა და მასალის გემები. მცირე ნაკლოვანებები, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ინტენსიური წნევის ქვეშ ნავს აფეთქების რისკის წინაშე აყენებს. ახლა, როცა "ტიტანი" მთლიანად განადგურებულია, მკვლევარები, სავარაუდოდ, ვერასოდეს დაადგენენ იმ ხარვეზის ზუსტ ადგილს, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მოვლენა.

მანამდე ექსპერტები "ტიტანის" გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობდნენ. მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვას, ელექტრულ გაუმართაობას, კორპუსის გახეთქვას, ან არახელსაყრელი ამინდის გამო მის დაზიანებას.

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი ვარაუდობს, რომ "ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ მან წყლის წნევას ვერ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ "ტიტანის" კომპოზიტური კორპუსი აგებულია იმისთვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ ღრმა ზღვის წნევას, მისი კონსტრუქციის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მთლიანობას - ამ შემთხვევაში არსებობს აფეთქების რისკი“. უილიამსი ასევე ამბობს, რომ პოტენციურად, ელექტრული მოკლე ჩართვის გამო, შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო.

"ტიტანმა" თავის დამხმარე ნავთან კომუნიკაცია 2023 წლის 18 ივნისს დაკარგა. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

წყარო: dailymail