ავტორი:

"ბიძინას "გუნდის" ვერც ერთი წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ბიძინა ძალადობს მოსახლეობაზე" - რას წერს გიორგი ბაჩიაშვილი?

"ბიძინას "გუნდის" ვერც ერთი წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ბიძინა ძალადობს მოსახლეობაზე" - რას წერს გიორგი ბაჩიაშვილი?

ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებიან.

ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა.

"მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა. მან უღალატა ყველა იმ იდეალს და დაპირებას, რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა!

ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე, თუმცა, მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ძალა, რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს.

ძალადობს ბიზნესმენებზე! ორი დღის წინ, მათ ერთდროულად მოუწიათ, ერთი და იგივე შინაარსის ტექსტის ვარიაციების გავრცელება, თავისუფალი ადამიანები ასე არ იქცევიან!

ძალადობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებით და მოსყიდვით ჩამოიყვანა რეგიონებიდან და ასმენინა ოკუპანტების ხელით დაკრული ტაშის ფონოგრამა! მას არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე! ამიტომაც, ცდილობს მათ დარბევას და მარგინალიზაციას!

ეს ყველაფერი ისეთივე შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, როგორც დიქტატურა - დემოკრატიასთან!!! ამას ადასტურებენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა ელჩებსაც 2011-2012 წლებში ივანიშვილი თავად ჰპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, დღეს ისინი მართლაც ვერ მალავენ გაოცებას ივანიშვილის “აშენებული დემოკრატიით“.

90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ მათი პროგრამებით მოხდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდის განათლება და იმ ინსტიტუტების და რეფორმების შენება, რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!

მისი მმართველობა დეგრადაციის იმ საფეხურზეა, როდესაც მისი “გუნდის” ვერც ერთი წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ის ცდილობს, რომ ყველა ძალით ჩასვას “ერთ ნავში” და კოლექტიური პასუხისმგებლობა აჰკიდოს, თითქოს, ბიძინას რუსული გზა - მათი არჩევანიცაა! არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს!“, - წერს ბაჩიაშვილი.