ავტორი:

"შოლესთან საუბარში გამოვხატე იმედგაცრუება 2020-23 წლების რევოლუციური მცდელობების გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით დაფინანსებული NGO-ების მეშვეობით განხორციელდა" - პრემიერი

"შოლესთან საუბარში გამოვხატე იმედგაცრუება 2020-23 წლების რევოლუციური მცდელობების გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით დაფინანსებული NGO-ების მეშვეობით განხორციელდა" - პრემიერი

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული “ენჯეოების” მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

  • როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

"გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”,- წერს ირაკლი კობახიძე.

  • ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის დეტალებზე სოცქსელში დაწერა. მანდ საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით - მთავრობის მტრული რიტორიკა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული, რაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს", - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე.

წაიკითხეთ ასევე: