ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულმა ქალმა უცხოურ მედიასთანისაუბრა, თუ როგორ ირჩევს კიმ ჩენ ინი ყოველწლიურად 25 ქალწულ გოგონას, რათა ისინი დიქტატორის "სიამოვნების რაზმის" წევრები გახდნენ. იომნი პარკი2007 წელს 13 წლის ასაკში ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში გაიქცა.
ქალი ამტკიცებს, რომ ის ორჯერ შეაფასეს, მაგრამ არ აირჩიეს მისი "ოჯახური სტატუსის" გამო. როგორც პარკი ამბობს, გოგონების ასარჩევად სპეციალური ჯგუფი ხშირად სტუმრობს სკოლას, რათა მოზარდები წინასწარ შეარჩიონ.
"როდესაც ისინი იპოვიან ლამაზ გოგონას, პირველი, რასაც აკეთებენ, მისი ოჯახური სტატუსის შემოწმებაა. მათთვის მიუღებელია ისეთი გოგონას არჩევა, რომლის ოჯახის წევრი ან ნათესავი გაქცეულია ჩრდილოეთ კორეიდან, ან ჰყავთ ნათესავები სამხრეთ კორეაში ან სხვა ქვეყნებში.
შემდეგი ნაბიჯი არის სამედიცინო გამოკვლევა, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ქალწულია. ის კანდიდატები, რომლებიც ტესტს გაივლიან, შემდეგ ეტაპზე გადადიან და მათ უფრო დეტალურ სამედიცინო შემოწმებას უტარებენ, თუნდაც ყველაზე მცირე დეფექტი - მაგალითად, პატარა ნაწიბური სხეულზე - დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.
მკაცრ ტესტირების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე გოგონა რჩება, რომლებსაც შემდეგ ფხენიანში გზავნიან. გოგონების არსებობის ერთადერთი მიზეზი დიქტატორის სიამოვნებაა".
წინა ლიდერი კიმ ჯონგ-ილი თვლიდა, რომ "ახალგაზრდა მოზარდ გოგოებთან სექსუალური ურთიერთობა მას უკვდავებას მიანიჭებდა". ის 2011 წელს 70 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
1983 წელს კიმ ჩენ ილმა შექმნა მეორე რაზმი, უკვე პირადი სიამოვნებისთვის. პარკის თქმით, სიამოვნების გუნდში მოსახვედრად მოთხოვნები წლების განმავლობაში შეიცვალა, რადგან სამივე მამაკაცს განსხვავებული გემოვნება ჰქონდა.
კიმ ილ-სუნგს უფრო ტრადიციული გემოვნება ჰქონდა ქალებში, რადგან ის უფროსი იყო.
„ქალების სხეულები ცოტა განსხვავებული იყო. კიმ ჯონგ-ილს მოსწონდა 160 სმ-მდე ქალები, რადგან თავად დაბალი იყო. უფროსმა კიმს კი მრგვალსახიანი ქალები.
კიმ ჯონგ-უნი არჩევდა უფრო „სუსტ“ ქალებს თავისი პირადი გარემოცვისთვის და უპირატესობას ანიჭებს მაღალ „დასავლური გარეგნობის“ ქალებს. "არსებობს ჭორები, რომ მისი ცოლი თავდაპირველად სიამოვნების რაზმის წევრი იყო", - ამბობს პარკი.
"სიამოვნების რაზმში" სამი განსხვავებული დივიზიაა. ერთ ჯგუფს ასწავლიან მასაჟს, მეორე განყოფილება სპეციალიზებულია სიმღერასა და ცეკვაში ლიდერისა და მისი შიდა წრის გასართობად. ეს ჯგუფი ზოგჯერ საჯაროდ გამოდის სამთავრობო ღონისძიებებზე.
მესამე ჯგუფი არის "სექსუალური აქტივობების განყოფილება", ისინი კავდებიან ინტიმური ურთიერთობებით დიქტატორთან და მის გარემოცვასთან.
მათ უნდა ისწავლონ როგორ ასიამოვნონ მამაკაცებს - ეს მათი ერთადერთი მიზანია. ყველაზე ლამაზი გოგოები კიმს ემსახურებიან, ხოლო დანარჩენები დაბალი რანგის გენერლებსა და პოლიტიკოსებს.
ჩრდილოეთ კორეაში იმდენად მძიმე პირობებია, რომ მშობლები სიამოვნებით უშვებენ თავიანთ ქალიშვილებს "სიამოვნების რაზმში", რადგან ეს ნიშნავს, რომ მათი შვილები იცოცხლებენ.
როგორც კი გუნდის წევრები ოც წელს მიაღწევენ, მათი მსახურების დრო სრულდება. ისინი ხშირად ქორწინდებიან ლიდერის მცველებზე. პარკი ამბობს, რომ რაზმის წევრისთვის პენსიაზე გასვლა პრივილეგიაა. მას შეუძლია თავად აირჩიონ უსაფრთხოების სამსახურის რომელ წევრზე ვისზეც დაქორწინება სურთ.
ზოგადად, ადამიანებს განურჩევლად სქესისა უყვართ სექსი!
გამონაკლისი არც ქართველები ვართ, ანუ ჩვენც გვიყვარს სექსი!
დავსვათ ლეგიტიმური კითხვა თუ რა უნდა მავანს ჩრდილოეთ კორეისაგან?
ამ პატარა ქვეყანამ წლების წინ შესძლო ატომური იარაღისა და მისი მიმტანი საშუალებების-ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა.
ეს არის ერთად-ერთი ქმედითი საშუალება თავი დაიცვას პოტენციალური მოწინააღმდეგებიდან, როგორებიცაა აშშ და მისი სატელიტი ქვეყნები სამხრეთ კორეა და იაპონია.
ეს ქვეყნები იყენებენ ყველანაირ საშუალებებს (სანქციები, დეზინფორმაციები, ფეიკ-ნიუსები და ა.შ.) რომ როგორმე „გააშავონ“ ამ ქვეყნის იმიჯი.
მაგალითად, ნიუსები თუ ფეიკები ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის შიმშილისა და აუტანელი ცხოვრების შესახებ მინიმუმ ოცი-ოცდაათი წელია რაც მესმის...
ან ის რა ღირს, რომ სამხრეთ კორეის მოქალაქეების დაკნინების მიზნით თითქოსდა ამ ქვეყნის მედია საშუალებების ინფორმაციებით მზეზე გაუშვეს თანამგზავრი კოსმონავტებით....
ჩემი პირადი მოსაზრით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს დალხინებული ცხოვრება არა აქვთ, რომელიც შექმნილია კვების პროდუქტების დეფიციტით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ისინი ისევ არსებობენ და თავი მაინც გააქვთ.
მოკლედ რომ ითქვას, აშშ და მისი მარიონეტი ქვეყნები ცდილობენ, რომ რამენაირად დაიყოლიონ ჩრდილოეთ კორეა საკუთარი ატომური არსენალის განადგურებისაკენ.
სიტყვაზე, თუ ასე მოხდა ეს ქვეყნები მეორე დღესვე განახორციელებენ სამხედრო აგრესიას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ - მისი დაპყრობისა და ხელისუფლების განადგურების მიზნით...
ეს არის და ეს.
შახ-აბასს 300-ცოლი ჰყავდა და 175-შვილი. მერე მისმა მემკვიდრეებმა ერთმანეთი ამოჟლიტეს ტახტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში. ამბობენ რომ მსგავსი გარჩევების გამო დაასაჭურისეს აღა-მახმად-ხანი. რომელიც შემდგომ თბილისის გოგირდის აბანოებში გადიოდა რეაბილიტაციის კურსს უშედეგოდ. ზოგადად გოგირდის აბანო კარგია თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამომ მაგრამ რეგენერაციის უნარებს ადამიანში არ ანვითარებს.