მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს - ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
"ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს - ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა - ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი ძა­ლი­ან ახ­ლო­დან აკ­ვირ­დე­ბა ამას, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ რად­გან ის ჯერ კი­დევ კა­ნონპ­რო­ექ­ტია სა­პა­სუ­ხო ზო­მებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს.

„ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ კა­ნონპ­რო­ექ­ტით, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. ასე­ვე, შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვგმობთ ყალბ ნა­რა­ტივს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს აქვთ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­სა­ცა­ვად, ასე­ვე, ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კას, რომ­ლი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე და­ა­ყე­ნა და რო­მე­ლიც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს და აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს. ეს ჯერ კი­დევ კა­ნონპ­რო­ექ­ტია და კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, წი­ნას­წარ ან გან­ვი­ხი­ლავ კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გავ­ხა­დეთ, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბით ამ სა­კითხს და რო­გო­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ...

შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ის [ბლინ­კე­ნი] ძა­ლი­ან ახ­ლო­დან აკ­ვირ­დე­ბა ამას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რობს სხვა ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ის რე­გუ­ლა­რულ გა­ნახ­ლე­ბებს იღებს," - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს - ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

"ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს - ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება - ენტონი ბლინკენი ძალიან ახლოდან აკვირდება ამას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადგან ის ჯერ კიდევ კანონპროექტია საპასუხო ზომებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ახლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება. ასევე, შეშფოთებულები ვართ და ვგმობთ ყალბ ნარატივს, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ ამ კანონპროექტის დასაცავად, ასევე, ანტიდასავლურ რიტორიკას, რომლითაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა და რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და კომენტარს არ გავაკეთებ, წინასწარ ან განვიხილავ კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და როგორი შეშფოთებულები ვართ...

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის [ბლინკენი] ძალიან ახლოდან აკვირდება ამას, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის რეგულარულ განახლებებს იღებს," - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.