ავტორი:

"ეს გელა ნადირაძეა, ჩემი ბავშვობის ძმა.. ყველა მთავრობას ვყავართ ნაცემი, მაგრამ თავისუფლებას არაფერში არ გავცვლით" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეზე, რომელიც აქციიდან გაუჩინარდა და დღეს იპოვეს

"ეს გელა ნადირაძეა, ჩემი ბავშვობის ძმა.. ყველა მთავრობას ვყავართ ნაცემი, მაგრამ თავისუფლებას არაფერში არ გავცვლით" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეზე, რომელიც აქციიდან გაუჩინარდა და დღეს იპოვეს

აქციიდან გაუჩინარებული მამაკაცი გელა ნადირაძე დღეს იპოვეს. მის შესახებ მეგობრები და ახლობლები წერდნენ, რომ ორი დღის განმავლობაში ვერ პოულობდნენ.

მოგვიანებით, ნადირაძის მეგობარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის იპოვეს ერთ-ერთ კლინიკაში, სერიოზული დაზიანებებით. გელა ნადირაძე ცნობილი ქველმოქმედის, აკა სინჯიკაშვილის ახლობელია. სინჯიკაშვილის ინფორმაციით, ნადირაძემ კლინიკა უკვე დატოვა.

"ეს გელა ნადირაძეა, ჩემი ბავშვობის ძმა.ვიდეოს ნახავდით, გუშინწინ სპეცრაზმმა მაგრად ცემა, პოლიციამ ხელწერილით გამოუშვა და დღეს კლინიკიდანაც გამოვიდა. დამტვრეული აქვს მთელი ტანი, მაგრამ არაფერიც არ შეცვლილა. ისევ ისე გვეყვარება ჩვენი ქვეყანა ჩვენ ნაცები, ქოცები, სემინოლები, სკვითები და ვესტგოთები არ ვართ.არცერთი პარტიის წევრები არ ვიქნებით არასდროს, არც ვინმეს მივეყიდებით და არც არავის ბრძანებაზე და მოთხოვნაზე ვივლით არსად.

ჩვენ ჩვენი ქვეყნის გასაჭირი გვტკივა, საცოდავს ვეხმარებით და დაჩაგრულს გვერდით ვუდგავართ. არ გვინდა რომ ჩვენი შვილები მონები იყვნენ. თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში გვინდა რომ იცხოვრონ ყველა მთავრობას ვყავართ ნაცემი, რამდენსაც მოვესწარით, მაგრამ თავისუფლებას არაფერში არ გავცვლით ყველას, უამრავი მადლობა გულშემატკივრობისთვის ყველაფერი კარგად იქნება", - წერს აკა სინჯიკაშვილი.