ავტორი:

"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. გიორგი ქოჩორაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ინსტაგრამ სთორის" აქვეყნებს:

“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს.

ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება.

დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია.

მე ვარ საქართველო", - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს გიორგი ჩაკვეტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ. ფეხბურთელები ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.