საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა" - აშშ-ის ელჩი
"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა" - აშშ-ის ელჩი

ღრმად ვარ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, რომ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის არ­ჩე­ვან­მა ქვე­ყა­ნა და­ა­შო­რა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს, მი­ზანს, რომ­ლის მიღ­წე­ვაც ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, რო­ბინ და­ნი­გან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ჩანს, მმარ­თველ პარ­ტი­ას, მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი მი­ი­ღოს კა­ნო­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ევ­რო­კავ­შირ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უ­თავ­სე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის მის­წრა­ფე­ბებ­თან.

რო­გორც და­ნი­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მტკი­ცე ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

"მე ღრმად ვარ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, რომ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის არ­ჩე­ვან­მა ქვე­ყა­ნა და­ა­შო­რა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს, მი­ზანს, რომ­ლის მიღ­წე­ვაც ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს. სამ­წუ­ხა­როდ, მმარ­თველ პარ­ტი­ას, რო­გორც ჩანს, მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი მი­ი­ღოს კა­ნო­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ევ­რო­კავ­შირ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უ­თავ­სე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის მის­წრა­ფე­ბებ­თან. ამას­თა­ნა­ვე, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ­ჩია თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის უდი­დეს მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე: შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ზე. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით ვი­დე­ქით და ვდგა­ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერ­დით და ვუ­ჭერთ ქარ­თუ­ლი ენის, კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ბოლო ოც­და­თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და სა­ერ­თო სურ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვი­ხი­ლოთ და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რად. ჩვენ უარს ვამ­ბობთ, შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის მი­მართ - ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მი­მართ, რა­საც მეტი მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მო­აქვს; ის რაც ყვე­ლა ქარ­თველ­მა იცის, ვინც კი იხი­ლა ჩვე­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის სარ­გე­ბე­ლი“, - აცხა­დებს და­ნი­გა­ნი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბაც სა­ელ­ჩოს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

აშშ-ის ელჩი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა კვლავ და­ა­დას­ტუ­როს.

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, კვლავ და­ა­დას­ტუ­როს ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის მი­მართ, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჩვე­ნი მტკი­ცე ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მხო­ლოდ მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა სურს“, - ნათ­ქვა­მია ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა" - აშშ-ის ელჩი

"შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა" - აშშ-ის ელჩი

ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე ერთგული რჩება.

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი“, - აცხადებს დანიგანი, რომლის განცხადებაც საელჩოს სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ერთგულება კვლავ დაადასტუროს.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.