ავტორი:

აქციიდან გაუჩინარებული მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 2 დღე ეძებდნენ, იპოვეს - "გელა ვიპოვეთ ერთ-ერთ კლინიკაში, სერიოზული დაზიანებებით"

აქციიდან გაუჩინარებული მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 2 დღე ეძებდნენ, იპოვეს - "გელა ვიპოვეთ ერთ-ერთ კლინიკაში, სერიოზული დაზიანებებით"

აქციიდან გაუჩინარებული მამაკაცი გელა ნადირაძე იპოვეს. მის შესახებ მეგობრები და ახლობლები წერდნენ, რომ ორი დღის განმავლობაში ვერ პოულობდნენ.

"ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა. ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო. გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ. ყველაზე დიდი იმედია, რომ ვინმემ შეიფარა სახლში. სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, ადამიანის გადამალვა, სახელის დარქმევა არ მგონია გაგიჭირდეთ", - წერდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

"მეგობრებოოოო! გელა ვიპოვეეეთ! ერთ-ერთ კლინიკაში, სერიოზული დაზიანებებით, ნეკნებია ჩამტვრეული და მრავალი სხვა, მაგრამ მთავარია, ცოცხალია. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს ამბავი!" - წერს სალომე ნადირაძე სოციალურ ქსელში.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გელა ნადირაძე სამართალდამცველებმა 30 აპრილს დააკავეს ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილე სხვა 63 პირთან ერთად, შემდეგ კი ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.