იაპონელი, ბრიტანელი მწერლის რომანი „არასოდეს გამიშვა“ აუცილებლად იმსახურებს ადგილს იმ წიგნების სიაში, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა წაიკითხო. იშიგურო თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ინგლისურენოვანი მწერალია. „არასოდეს გამიშვა“- შთამბეჭდავი წიგნია, რომელიც სამართლიანად შედის ჟურნალ Time-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისური რომანის სიაში.
ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებაა. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია.
წაიკითხეთ 10 ამონარიდი რომანიდან:
- თუ არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ნამდვილად გსურთ თქვენი გამოცდილების გაზიარება, მაშინ საერთოდ ნუ გააზიარებთ!
- სავარაუდოდ, ორი რამ ერთმანეთთანაა კავშირში - მოსალოდნელი ცვლილება ცხოვრებაში და დიდი ხნის მოგონებების დალაგების მოთხოვნილება.
- მან უთხრა მას, რომ ნახატების, ლექსებისა და ამ ყველაფრიდან გამოაშკარავდება, ვინ ვართ ჩვენ შინაგანად. მან უთხრა, რომ ეს ავლენს თქვენს სულს.
- ეს ჰგავს სარკესთან ჩავლას, რომლის წინაც ყოველდღე დადიხარ და უცებ დაინახავ მასში რაღაც განსხვავებულს, რაღაც უცნაურსა და შემაშფოთებელს.
- ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ რომელიმე ჩემზე ადრე წავიდოდა, მე კი მეორესთან პირისპირ დავრჩებოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთზე მეტის წამოსვლა სწორ ვარიანტად არ მიმაჩნდა და ის ერთი კი, მინდოდა, მე თვითონ ვყოფილიყავი. ჰოდა, რა გზითაც მოვედი, იმითვე წავედი. გავცდი საფლავის ქვებს, გავძვერი ხის დაბალ ჭიშკარში და, სულ რამდენიმე წუთით, გამარჯვებულადაც კი მივიჩნიე თავი. ვფიქრობდი: ამათი დარჩენა ერთმანეთის პირისპირ სავსებით შესაფერისი სასჯელია-მეთქი ორივესთვის.
- სიმარტოვესაც კი კარგად შევეგუე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ცოტაოდენ ურთიერთობაზე წლის ბოლოს, როცა ამ ყველაფერს მოვრჩები. მაგრამ ის კი მომწონს, ჩემს პატარა მანქანაში რომ ვჯდები და ვიცი: მომდევნო საათებში თანამგზავრად მხოლოდ გზები, დიდი ნაცრისფერი ცა და ჩემივე ოცნებები მეყოლება. და თუ რამდენიმე საათი ქალაქში უნდა გავიყვანო, სეირნობით და მაღაზიის ვიტრინებში ცქერით ვერთობი.
- ალბათ ყველას გვქონდა პატარა საიდუმლოებები ჰაილშჰამში - პატარა პირადი თავშესაფარი, შექმნილი არაფრისგან, სიცარიელისგან, თავშესაფარი, სადაც მარტო რჩებით თქვენს ბუნდოვან შიშებსა და სურვილებთან.
- თქვენ აკეთებთ რაღაცას მკაფიო მიზეზების გარეშე, თქვენ აკეთებთ ამას და მორჩა. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ გსურთ ხალხის გაცინება, აღფრთოვანება და ყურადღების მიპყრობა. და როცა მოგვიანებით გთხოვენ ახსნათ თქვენი ქმედება, ეს უაზროდ გეჩვენებათ.
- თითქოს მათემატიკური ამოცანა მოგცეს, მაგრამ შენი დაღლილი ტვინი უარს ამბობს ამოხსნაზე, და იცი, რომ გამოსავალი არსებობს, ის სადღაც შორსაა, მაგრამ არ შეგწევს ძალა მის საპოვნელად.
- როცა არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ირჩევ შენიანს - ეს ბუნებრივია.
R