მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?
რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­ცე­მა "რა­ნი­ნა", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს უნი­ჭი­ე­რეს ბავ­შვებს, მე­ო­რე მხრივ კი მათ გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა ერთ-ერთ ბოლო გა­და­ცე­მა­ში ბავ­შვე­ბის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" რა­ტომ­ღაც გან­სჯის საგ­ნად იქცა. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ტექ­სტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცის, რა­ტომ­ღაც ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თათ­ვის.

მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტი, პრო­ფე­სო­რი იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს, წერს:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი დას­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა და მთარ­გმნელ­მა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ. ქარ­თუ­ლი /მსოფ­ლიო პი­ლი­ფო­ნი­ის /მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­დევ­რის - "ჩაკ­რუ­ლოს" ტექსტს შე­ე­ხე­ბა.***ამის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლიც ბევ­რია, მაგ­რამ მე იმას ვი­ტყვი, რაც უშუ­ა­ლოდ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის­გან მო­მის­მე­ნია:

"უცხო­ეთ­ში ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რა­ზეა ეს სიმ­ღე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვთ პირ­ვე­ლი სტრო­ფის მი­მართ. ვუხ­სნი, რომ ეს სუფ­რუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რაა, მაგ­რამ როცა პირ­ვე­ლი სტრო­ფის ში­ნა­არსს შე­ი­ტყო­ბენ, გაკ­ვირ­ვე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან. არ ეს­მით, დღეს რა­ტომ უნდა ჩა­ვუხ­ტეთ მუხ­რან-ბა­ტონს და თავს ბანი რა­ტომ უნდა და­ვან­გრი­ოთ. სხვა­თა შო­რის, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში, ამ სიმ­ღე­რას "რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნურს" უწო­დებ­დნენ, ანუ ეს სტრო­ფი იმ ეპო­ქა­ში ჩა­მა­ტე­ბუ­ლი ჩანს. ამას გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს ის ფაქ­ტიც, რომ მას ლო­გი­კუ­რი ბმა არა აქვს მომ­დევ­ნო სტროფ­თან:

"ხმა­ლო, ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო"...***]

ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია იმის ასახ­სნე­ლად, თუ რა­ტომ შე­იქ­მნა, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის­თვის", ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტის ახა­ლი ვერ­სია:

"მცხე­თას და­რის­ხდნენ ზა­რე­ბი, მოს­ვლა­სა ხმო­ბენ მტრი­სა­სა, ამაჰ­ყვა არაგ­ვს ძა­ხი­ლი, მუხლს ვინ შა­ი­ბამს მგლი­სა­სა. სამ­ჯერ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი,მო­ნათ­ლუ­ლიც ვარ სამ­ჯე­რა, ერთხელ სიკ­ვდი­ლი რას მი­ზამს,ერთხელ სიკ­ვდი­ლის არ მჯე­რა"...***და რა ლო­გი­კუ­რად ებ­მის:"ხმა­ლო, ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო, თე­ლავ­ში თუშ­მა და­გ­ფე­რა, მეფე ერეკ­ლემ გა­კურ­თხა, სა­ომ­რად ჯვა­რი დაგ­წე­რა"...**

*და მთა­ვა­რი:

თუ მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვე­თაყ­ვა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის შემგრო­ვე­ბელ­სა და გა­დამ­რჩე­ნელს, თუ მარ­თლა გვეს­მის ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის ფასი, მა­შინ ყვე­ლა ან­სამ­ბლმა "ჩაკ­რუ­ლოს" ამ ტექსტს უნდა მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა.

***ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩ­ნდა ახ­ლა­ხან, როცა "რა­ნი­ნას" ნორჩმა მომ­ღერ­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს. მათ, ცხა­დია, ჯერ გა­აზ­რე­ბუ­ლი არა აქვთ მისი ში­ნა­არ­სი, ჯერ არ ება­დე­ბათ კი­თხვა: რა­ტომ უნდა ჩა­უხტნენ მუხ­რან-ბა­ტონს?! მაგ­რამ ამას, ორი­ო­დე წლის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხა­ვენ. აღა­რა­ფერს ვი­ტყვი მომ­დევ­ნო სტრი­ქო­ნებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ასეთ­ზე: "ფქვი­ლი ვერ დავ­დგი გოდ­რი­თა"...პო­ლი­ფო­ნი­ურ შე­დევ­რს ტექ­სტიც შე­სა­ფე­რი­სი უნდა ჰქონ­დეს, მით უფრო, რომ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია (მათ შო­რის ხალ­ხუ­რი) გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი შე­დევ­რე­ბი­თაა სავ­სე".

ამ კრი­ტი­კას ვრცლად პა­სუ­ხობს ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი დათო ცინ­ცა­ძე:

"ბა­ტო­ნო Ioseb Chumburidze, ასეთ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, უძი­ლო ღა­მე­ე­ბის ფონ­ზე, ბავ­შვე­ბის "საკ­რი­ტი­კოდ" რომ მო­ი­ცა­ლეთ, არაა კარ­გი ამ­ბა­ვი! მაგ­რამ, ისევ ამ ბავ­შვბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის - რომ გა­იზ­რდე­ბი­ან უნდა იცოდ­ნენ სი­მარ­თლე, და ამი­ტომ გპა­სუ­ხობთ.

სა­ნამ პა­სუხზე გა­და­ვალ, მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ, რომ თქვენ პოს­ტში ნახ­სე­ნე­ბი "უთავ­მოყ­ვა­რეო ან­სამ­ბლის კონ­ტექ­სტი" ჩემი თქვენ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ და­ა­კო­რექ­ტი­რეთ.

ბა­ტო­ნო იო­სებ, არ ვიცი რო­გორ მო­ვიხ­სე­ნო თქვე­ნი ეს წე­რი­ლი. კრი­ტი­კაა, პოს­ტია, ემო­ცი­აა, იდე­აა, თუ სხვა რამ?

"მიკ­ვირს" ახლა რა­ტომ გაჩ­ნდა ამა­ზე სა­უბ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა?https://rb.gy/lc6z3f

მე, ბა­ტო­ნი ან­ზო­რის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და დღემ­დე ვსწავ­ლობ მისი გან­ვლი­ლი გზით. ვკა­მა­თობ­დი მას­თან და თვი­თო­ნაც მი­ყად­რებ­და თავს თა­ნა­ტო­ლი­ვით. მეც ასე მგო­ნია სწო­რი - მოს­წავ­ლეს უნდა მის­ცე უფ­ლე­ბა გე­კა­მა­თოს, მოხ­ვი­დე ოპო­ნი­რე­ბა­ში და პე­და­გო­გის დახმრე­ბით მი­აგ­ნე­ბი­ნო ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. რად­გან ახ­სე­ნეთ "რა­ნი­ნა", აქ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" (https://rb.gy/kq2x8n) და ერ­თგვა­რი კრი­ტი­კით მი­უ­დე­ქით ამ ეპი­ზოდს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თქვენც, პა­ტი­ვის­ცე­მით მო­გიყ­ვე­ბით "ჩაკ­რუ­ლოს­თან” და­კავ­ში­რე­ბულ “ის­ტო­რი­ებ­სა” და ტექ­სტებ­ზე: ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კომ­პი­ლა­ცი­უ­რო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სხვა­დას­ხვა დრო­ის ტექ­სტე­ბი და მე­ლო­დი­ე­ბი ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ ნი­მუ­შად გვევ­ლი­ნე­ბა და ასე­თი "სიჭ­რე­ლით" ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის უწყვე­ტო­ბა­საც ვხე­დავთ.

ამის მა­გა­ლი­თია "ხა­სან­ბე­გუ­რა", "ალი­ფა­შა", "მრა­ავლჟა­მი­ე­რე­ბი", "მე­ტი­უ­რი", "ოდო­ია", "ჩაკ­რუ­ლო­ე­ბი", გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ტექ­სტი­ა­ნი ნი­მუ­შე­ბი, ნა­დუ­რე­ბი, იავ­ნა­ნე­ბი და სხვ. "ჩაკ­რუ­ლოს" ახა­ლი ტექ­სტის ვერ­სია "რუს­თავს” არ შე­უქ­მნია, "რუს­თავ­მა" ააჟ­ღე­რა. თა­ვად ტექ­სტი და­ვით წე­რე­დი­ან­მა შეს­თა­ვა­ზა ბა­ტონ ან­ზორს, რის შე­დე­გა­დაც ძვე­ლი­სა და ახ­ლის (ტ. ტა­ბი­ძის ლექ­სის) შე­წყმა გა­ა­კე­თა დიდ­მა ლოტ­ბარ­მა.

ბა­ტო­ნო სოსო, "ჩაკ­რუ­ლოს" პო­პუ­ლა­რულ ტექ­სტთან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორ მსჯე­ლო­ბა­საც თქვენ ავი­თა­რებთ, ამა­ვე პრინ­ცი­პით მი­სა­ღე­ბი არც "ახა­ლი" ტექ­სტი უნდა იყოს - “მო­ნათ­ლუ­ლიც ვარ სამ­ჯე­რა”- ეს ტექ­სტი არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ჯა­ვა­ხი­შივ­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ არა­მარ­თლამ­დი­დე­ბელს (არამც თუ ქრის­ტი­ანს) თა­თარს უწო­დებ­დნენ.

არ და­ვი­წყებ მრწამ­სის ტექ­სტის გან­მარ­ტე­ბას. ერთი წი­ნა­და­დე­ბაც კმა­რა:- "...ვა­ღი­ა­რებ ერ­თსა ნათ­ლის­ღე­ბა­სა." და არა­ვი­თა­რი სამ­ჯერ მონ­თვლა.

ცო­ტას ვი­ხუმ­რებ კი­დეც - სამ­ჯერ მო­ნათ­ვლა კი არა, ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­პატ­რი­არ­ქომ ერ­თდრო­უ­ლად სამი ნათ­ლი­ის ყოლა აკ­რძა­ლა.

"ჩაკ­რუ­ლო­ში" ტექ­სტე­ბის სიმ­რავ­ლე სხვა­დას­ხვა დრო­ის ის­ტო­რი­ის ანა­რეკ­ლია.

ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა არც მუ­სი­კა­ლუ­რი და არც ვერ­ბა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით სტა­ბი­ლუ­რი არ არის. იგი ცვა­ლე­ბა­დია და ასა­ხავს იმ სო­ცი­უმ­სა და ისო­ტი­რას, სა­დაც იქ­მნე­ბა ან ფორ­მირ­დე­ბა ნი­მუ­ში.

ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სია ისიც, რომ "ჩაკ­რუ­ლოს" არა­ერ­თი ტექ­სტი ვი­ცით და კი­დევ ახა­ლი სა­სიმ­ღე­რო ვა­რი­ან­ტე­ბი იქ­მნე­ბა.

რა­ტო­მაა "ჩაკ­რუ­ლო" სუფ­რუ­ლი და არა საბ­რძო­ლო? - "ჩაკ­რუ­ლოს" მუ­სი­კა­ლუ­რი აგე­ბუ­ლე­ბა გრძე­ლი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რე­ბის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­რუ­ლია.

- ქარ­თულ სუფ­რა­ზე ით­ქმე­ბო­და დარ­დი და სი­ხა­რუ­ლი. და რა გა­საკ­ვი­რია, თუ ყვე­ლა დროს თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, გურ­ჯა­ან­ში "ჩაკ­რუ­ლოს” სა­ო­ცა­რი ტექ­სტით მღე­რი­ან (მღე­რის ლ. მუ­ღა­ლაშ­ვი­ლი 1952წ.): “კა­ცი­სა მიყ­ვარს სტუმ­რო­ბა კა­ცი­სა არ­ნა­ხუ­ლი­სა, დავ­წვი შეშა და ფი­ცა­რი, ფი­ცა­რი ჭირ­ნა­ხუ­ლი­სა, ურ­მი­სა მორგვი დავ­ხეთ­ქე, ცე­ცხლი და­ვან­თე გუ­ლი­სა, ორ­კე­ცად ალი ამოს­დის, ნახე დახ­ვედ­რა სტუმ­რი­სა! ”ამ გურ­ჯა­ა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტის კი­დევ სხვა ტექ­სტიც არ­სე­ბობს:“კაც­სა სტუ­მა­რი ეწ­ვი­ოს, სტუ­მა­რი არ ნა­ხუ­ლი­სა, და­ა­პოს ურ­მი­სა მორგვი ზა­ფხუ­ლის შე­ნა­ხუ­ლი­სა, დას­წვას ფი­წა­ლი, ორ­თი­თი, ცე­ცხლი და­ან­თოს გუ­ლი­სა, ოთხკუ­თხივ ბოლი ავი­დეს, დას­ვას და ანა­დი­მო­სა, ატ­ლა­სის კაბა ჩა­აც­ვას და ცხენ­საც შეს­ვას პი­ლო­სა, ყვე­ლა ტყუ­ი­ლად ჩა­უვ­ლის, თუ კი არ ას­მევს ღვი­ნო­სა. ”გან­სხვა­ვე­ბულ ტექსტს ვხვდე­ბით "ჩაკ­რუ­ლოს” შილ­დურ ვა­რი­ან­ტებ­ში (მღე­რის დ. ლე­ვა­ნას გუნ­დი 1912წ.): “გამ­ხი­ა­რულ­დი, ბუ­ხა­რო, გულ­ჩამ­თხრო­ბი­ლი ნუ ხარო. შვი­ლი მა­მას ეუბ­ნე­ბა: -და­ი­ბერ­დი ჩემ­თან ნუ ხარო. - რა გი­თხრა, შვი­ლო, მო­ხუც­მა თავს ბევ­რი გა­და­იმ­ხე­დია, სულ და­მივ­ლია მთა-ბარი ის უდა­ბუ­რი ქე­დია. რა ვქნა რომ ხმა­ლი ხმალ­სა სცემს ძმე­ბო. ომი მირ­ჩი­ვა შიმ­შილ­სა. (ან და - მოვ­კალ, ხმლით მოვ­კალ ჩემ ძმე­ბო, ხვალ დი­ლით მი­ვალ სიკ­ვდილ­სა) თოფ-ია­რა­ღის წა­მა­ლი, მა­შინ ვირ­ჩი­ვოთ ცოლ-შვილ­სა !

სიმ­ღე­რის უც­ნა­ურ ტექსტს აფიქ­სი­რებს ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლი გურ­ჯა­ან­ში, სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში:

"ჭი­რიც მოგ­ჭა­მოს დე­და­მა, შვი­ლო თავ-შე­უ­დე­ბა­რო. შენ წა­მალ-და­უ­დე­ბა­რო, და­კუ­წუ­ლო“. ულა­მა­ზეს ნა­ხატს ქმნის ივ. გრი­მოს და გ. ჩხიკ­ვა­ძის მიერ ჩა­წე­რი­ლი "ჩაკ­რუ­ლოს” ვა­რი­ან­ტი 1967წ."ტკბი­ლად ნა­ქე­ბო კა­ხე­თო, დიდო ალაზ­ნის ჭა­ლაო, ირე­მო ია­ლაღ­ზე­და ივ­რის პი­რებ­ზედ ჩა­ლაო! ბარ­დში მძრო­მე­ლო ხო­ხო­ბო, შენ ტურ­ფა ხა­რის­თვა­ლაო. შენი მინ­დვ­რე­ბის ჭი­რი­მე შენ­ზედ ირ­მე­ბის ფა­რაო! თვა­ლე­ბი გი­გავს მაყ­ვალ­სა, ლო­ყე­ბიც ვაშ­ლის ნა­თალ­სა, ენით შ(ჩ)ამა­უ­ღუ­ღუ­ნე ერთხელ ნუ მე­ტყვი უარ­სა(ო).” ამა­ვე სიმ­ღე­რას ხში­რად ნა­წი­ლობ­რივ ენაც­ვლე­ბა შემ­დე­გი ვა­რი­ან­ტიც: "მიყ­ვარ­ხარ ტკბი­ლო კა­ხე­თო, დიდო ალაზ­ნის ჭა­ლაო, ში­რა­ქო ცხვრე­ბის დე­დაო, ზედ ჯე­ირ­ნე­ბის ფა­რაო. ალაზ­ნის ტალ­ღამ გა­კურ­თხა, იორ­მა პირი გბა­ნაო, ვერ მო­გე­რია დუშ­მა­ნი,თუმც ბევ­რჯერ მო­გე­ძა­ლაო. ქვე­ყა­ნა შე­მო­ვი­ა­რე ,ვერ ვნა­ხე შე­ნის­თა­ნაო. ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ის და­უშ­რე­ტე­ლო ძა­ლაო.”ასე­ვე, არა­ერ­თი ვა­რი­ან­ტია "ჩაკ­რუ­ლოს” იმ ტექ­სტი­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია და რომ­ლის ფრა­გემნტიც კოს­მოს­ში არის გაგ­ზავ­ნი­ლი:

"ხი­დის თავს შევ­კრათ პი­რო­ბა, ჩვენ გავ­ხდეთ ღვიძ­ლი ძმა­ნია, ჩა­ვუხ­ტე­ათ მუხ­რან ბა­ტონ­სა, თავს და­ვან­გრი­ოთ ბა­ნია. მუხ­რან ბა­ტო­ნის ყმო­ბი­თა, ფქვი­ლი ვერ დავ­დგი გოდ­რი­თა, დე­კე­უ­ლი ვერ გავ­ზარ­დე, კალო ვერ ვლე­წე მოზ­ვრი­თა. ხმა­ლო ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო/ნაგ­დე­ბო, თე­ლავ­ში თუშ­მა გა­გ­ფე­რა/და­გ­ფე­რა, მეფე ერეკ­ლემ (ერეკ­ლე მე­ფემ) გა­კურ­თხა/აგი­ღო, სა­ომ­რად ჯვა­რი დაგ­წე­რა. მტე­რო დამ­ჩაგ­რე არ ვსტი­რი, ტი­რი­ლი დი­აცთ წე­სია, ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ ამ დღე­ში, მაგ­რამ არ და­მიკ­ვნე­სია. მა­ცა­დე ერთი ავ­ლე­სო, ხმალ-ჩახ­მახ ცე­ცხლის მკვე­სია, სულ წმი­დად მო­გამ­კე­ვი­ნო, რაც ჩემ­თვის და­გი­თე­სია.“

ტექ­სტის ეს უკა­ნას­კნე­ლი ვა­რი­ან­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია ალ. ყაზ­ბეგს ეკუთ­ვნო­დეს. მას მსგავ­სი ტექ­სტი მცი­რე­დი ვა­რი­რე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ნა­წარ­მო­ებ­ში "მუ­ქა­რა" და მისი ვერ­სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "მა­ცა­დე, მეცა გავ­მარ­თო ჩახ­მა­ხი, ცე­ცხლის მკვე­სია. სულ წმინ­დად მო­გამ­კე­ვი­ნებ, რაც ჩვენ­ში და­გი­თე­სია."

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ისე რო­გორც ადრე, "ჩაკ­რუ­ლოს" ამ დი­დე­ბულ ნი­მუშს არა­ერ­თი ლოტ­ბა­რი შე­ე­ხო. სიმ­ღე­რას ყვე­ლამ თავ­სე­ბუ­რად შე­მა­ტა ახა­ლი ვერ­სია და ამით ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ამ­დიდ­რა.

"რუს­თა­ვი­სე­უ­ლი" ტექ­სტი თა­ვად გი­წე­რი­ათ და აქ აღარ გან­ვავ­რცობ.

"ერი­სი­ო­ნი­სე­უ­ლი" ვა­რი­ან­ტი ასე­თია: "მტერ­სა რომ მტრო­ბას უწევ­დეს, ვაჟ­კა­ცის შე­სა­ფე­რია, ვი­საც მტრის მტრო­ბა აში­ნებს, ის ქვეყ­ნად არა­ფე­რია. არც მო­უხ­დე­ბა აბ­ჯა­რი, არც ომში წა­სას­ვლე­ლია. არცა ხსენ­დე­ბა კა­ცა­და, არც არად ჩა­სათ­ვლე­ლია." და შემ­დეგ: "ხმა­ლო ხევ­სუ­რეთს ნა­ჭე­დო..."მოგ­ვი­ნე­ბით ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით "შავ­ნა­ბა­და­მაც" სხვა ტექ­სტით იმ­ღე­რა "ჩაკ­რუ­ლო" და იგი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

„სი­მარ­თლე მიყ­ვარს, სი­მარ­თლე, სი­მარ­თლე მთე­ლი წე­სია. ვეს­წრა­ფი კე­თი­ლის ქმნა­სა გრძნო­ბე­ბიც გა­მი­ლე­სია. შე­საბ­რა­ლე­ბელს ვიბ­რა­ლებ, რო­გორც მიბ­რძა­ნებს წე­სია, თქვე­ნი კა­ნო­ნი თქვენ იცით, ჩემი კა­ნო­ნი ესია! მტე­რო დამ­ჩაგ­რე არ ვსტი­რი, ტი­რი­ლი დი­აცთ წე­სია, ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ ამ დღე­ში, მაგ­რამ არ და­მიკ­ვნე­სია. მა­ცა­დე ერთი ავ­ლე­სო, ხმალ-ჩახ­მახ ცე­ცხლის მკვე­სია, სულ წმი­დად მო­გამ­კე­ვი­ნო, რაც ჩემ­თვის და­გი­თე­სია.“

აქ ვაჟა-ფშა­ვე­ლას და ხალ­ხუ­რი ტექ­სტის კომ­ბი­ნი­რე­ბა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ამ ვა­რი­ა­ტე­ბის გარ­და არ­სე­ბობს გა­უ­შიფ­რა­ვი თუ გა­შიფ­რუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო­ე­ბი". აქ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ვარ­ჩიე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ იტო­რი­ის გა­და­ცე­მა არა მხო­ლოდ ფურ­ცლის მეშ­ვე­ო­ბით, არა­მედ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბი­თა და სხვა ხერ­ხე­ბი­თაც ხდე­ბა. ვის აქვს უფ­ლე­ბა და­უ­მა­ლოს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ქვეყ­ნის ის­ტო­რია, რაც სხვა­დას­ხვა "ჩაკ­რუ­ლოს" ტექ­სტებ­შია ასა­ხუ­ლი?!

ბა­ტო­ნო სოსო, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის პატ­რი­არ­ქი, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­დუ­ნე­ბით ეძებ­და, ქმნი­და და გან­სა­კუთ­რე­ბით უფრთხილ­დე­ბო­და ვა­რი­ან­ტე­ბის სიმ­რავ­ლეს, მას­ზე ამ­ბობთ: თუ "ვე­თაყ­ვა­ნე­ბით", მხო­ლოდ მის მიერ და­მუშ­ვე­ბუ­ლი ვერ­სია უნდა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტიო?! მიკ­ვირს! მერ­წმუ­ნეთ, მისი მას­შტა­ბი გა­ცი­ლე­ბით დიდი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მრავ­ლის მიმ­ღე­ბი, გამ­ცე­მი, შემ­ქმნე­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი იყო. ამის დას­ტუ­რად შორს რომ არ წა­ვი­დე, თქვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­გახ­სე­ნებთ, რო­გორ უფრთხილ­დე­ბო­და ბა­ტო­ნი ან­ზო­რი "ჩაკ­რუ­ლოს" ის­ტო­რი­ულ ტექ­სტებს - მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თქვე­ნი და სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იქ­მნა გა­მო­ცე­მა GEORGIA, სა­დაც "ჩაკ­რუ­ლოს" ოცი ნი­მუ­შია შე­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ტექ­სტე­ბით, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის შე­ნა­ხუ­ლი­ყო ის­ტო­რია. და ასეთ ადა­მი­ან­ზე ამ­ბობთ, თუ "ვე­თაყ­ვა­ნე­ბით" მხო­ლოდ მისი ტექ­სტით უნდა ვიმ­ღე­როთ?!

არას­წო­რია! ვინც ბა­ტონ ან­ზორს იც­ნობ­და, არა­ვინ და­გე­თან­ხმე­ბათ, რომ "ჩაკ­რუ­ლოს" მხო­ლოდ მი­სე­უ­ლი ვა­რი­ან­ტის არ­სე­ბო­ბა და და­ნარ­ჩე­ნის და­ვი­წყე­ბა ან ჩრდილ­ში და­ყე­ნე­ბა მო­ე­წო­ნე­ბო­და. არ სჩ­ვე­ო­და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბა. თავ­მდა­ბა­ლი კაცი იყო. მან მი­სე­უ­ლი ვერ­სი­ით კი­დევ ერთი მარ­გა­ლი­ტი შეს­ძი­ნა ქარ­თულ ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას და სუ­ლაც არ უფიქ­რია, რომ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო მთა­ვა­რი და სხვა ის­ტო­რი­უ­ლი თუ მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბი მე­ო­რა­დი.

ჩემ­თვის ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბის ასე­თად წარ­მო­ჩე­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!

და ბო­ლოს, მერ­წმუ­ნეთ! მე უფრო დიდი, ღრმა აზ­როვ­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი პე­და­გო­გი მყავ­და, ვიდ­რე თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ...

P.S. გული მიგ­რძნობს, ამ პოსტს მოყ­ვე­ბა არა­ერ­თი "კრი­ტი­კო­სის" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, თუმ­ცა, აღა­რა­ვის­თან ვა­პი­რებ მსჯე­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას!"

ავტორი:

რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

რატომ იწუნებენ "ჩაკრულოს" ტექსტს კრიტიკოსები და რას პასუხობს მათ დათო ცინცაძე?

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "რანინა", შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური პროექტია, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებას აცნობს უნიჭიერეს ბავშვებს, მეორე მხრივ კი მათ გემოვნების ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუმცა ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ბავშვების შესრულებული "ჩაკრულო" რატომღაც განსჯის საგნად იქცა. საყოველთაოდ ცნობილი ტექსტი, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რატომღაც ზოგიერთებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ხელისუფლების მხარდამჭერთათვის.

მაგალითად, ჟურნალისტი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს, წერს:

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დასვა ლიტერატორმა და მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ. ქართული /მსოფლიო პილიფონიის /მრავალხმიანობის აღიარებული შედევრის - "ჩაკრულოს" ტექსტს შეეხება.***ამის შესახებ დაწერილიც ბევრია, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რაც უშუალოდ ანზორ ერქომაიშვილისგან მომისმენია:

"უცხოეთში ხშირად მეკითხებიან, - რაზეა ეს სიმღერა, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ პირველი სტროფის მიმართ. ვუხსნი, რომ ეს სუფრული და პატრიოტული სიმღერაა, მაგრამ როცა პირველი სტროფის შინაარსს შეიტყობენ, გაკვირვებულნი რჩებიან. არ ესმით, დღეს რატომ უნდა ჩავუხტეთ მუხრან-ბატონს და თავს ბანი რატომ უნდა დავანგრიოთ. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ კომუნისტურ ეპოქაში, ამ სიმღერას "რევოლუციონურს" უწოდებდნენ, ანუ ეს სტროფი იმ ეპოქაში ჩამატებული ჩანს. ამას გვაფიქრებინებს ის ფაქტიც, რომ მას ლოგიკური ბმა არა აქვს მომდევნო სტროფთან:

"ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო"...***]

ვფიქრობ, საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიქმნა, ანსამბლ "რუსთავისთვის", ამ სიმღერის ტექსტის ახალი ვერსია:

"მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაჰყვა არაგვს ძახილი, მუხლს ვინ შაიბამს მგლისასა. სამჯერ ვარ დაბადებული,მონათლულიც ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,ერთხელ სიკვდილის არ მჯერა"...***და რა ლოგიკურად ებმის:"ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა დაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა"...**

*და მთავარი:

თუ მართლა გულწრფელად ვეთაყვანებით ქართული ხალხური სიმღერის შემგროვებელსა და გადამრჩენელს, თუ მართლა გვესმის ანზორ ერქომაიშვილის ფასი, მაშინ ყველა ანსამბლმა "ჩაკრულოს" ამ ტექსტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა.

***ამის აუცილებლობა განსაკუთრებით გამოჩნდა ახლახან, როცა "რანინას" ნორჩმა მომღერლებმა შეასრულეს. მათ, ცხადია, ჯერ გააზრებული არა აქვთ მისი შინაარსი, ჯერ არ ებადებათ კითხვა: რატომ უნდა ჩაუხტნენ მუხრან-ბატონს?! მაგრამ ამას, ორიოდე წლის შემდეგ, აუცილებლად იკითხავენ. აღარაფერს ვიტყვი მომდევნო სტრიქონებზე, მაგალითად, ასეთზე: "ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა"...პოლიფონიურ შედევრს ტექსტიც შესაფერისი უნდა ჰქონდეს, მით უფრო, რომ ქართული პოეზია (მათ შორის ხალხური) განსაცვიფრებელი შედევრებითაა სავსე".

ამ კრიტიკას ვრცლად პასუხობს ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დათო ცინცაძე:

"ბატონო Ioseb Chumburidze, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, უძილო ღამეების ფონზე, ბავშვების "საკრიტიკოდ" რომ მოიცალეთ, არაა კარგი ამბავი! მაგრამ, ისევ ამ ბავშვბის ინტერესებისთვის - რომ გაიზრდებიან უნდა იცოდნენ სიმართლე, და ამიტომ გპასუხობთ.

სანამ პასუხზე გადავალ, მინდა მადლობა გითხრათ, რომ თქვენ პოსტში ნახსენები "უთავმოყვარეო ანსამბლის კონტექსტი" ჩემი თქვენთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ დააკორექტირეთ.

ბატონო იოსებ, არ ვიცი როგორ მოვიხსენო თქვენი ეს წერილი. კრიტიკაა, პოსტია, ემოციაა, იდეაა, თუ სხვა რამ?

"მიკვირს" ახლა რატომ გაჩნდა ამაზე საუბრის საჭიროება?https://rb.gy/lc6z3f

მე, ბატონი ანზორის მოსწავლე ვიყავი და დღემდე ვსწავლობ მისი განვლილი გზით. ვკამათობდი მასთან და თვითონაც მიყადრებდა თავს თანატოლივით. მეც ასე მგონია სწორი - მოსწავლეს უნდა მისცე უფლება გეკამათოს, მოხვიდე ოპონირებაში და პედაგოგის დახმრებით მიაგნებინო ჭეშმარიტებას. რადგან ახსენეთ "რანინა", აქ შესრულებული "ჩაკრულო" (https://rb.gy/kq2x8n) და ერთგვარი კრიტიკით მიუდექით ამ ეპიზოდს, საზოგადოებას და თქვენც, პატივისცემით მოგიყვებით "ჩაკრულოსთან” დაკავშირებულ “ისტორიებსა” და ტექსტებზე: ხალხურ შემოქმედებაში კომპილაციურობა გარდაუვალია. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა დროის ტექსტები და მელოდიები ხალხურ შემოქმედებაში ერთ ნიმუშად გვევლინება და ასეთი "სიჭრელით" ხალხური შემოქმედების უწყვეტობასაც ვხედავთ.

ამის მაგალითია "ხასანბეგურა", "ალიფაშა", "მრაავლჟამიერები", "მეტიური", "ოდოია", "ჩაკრულოები", გურული სიმღერების თითქმის ყველა ტექსტიანი ნიმუშები, ნადურები, იავნანები და სხვ. "ჩაკრულოს" ახალი ტექსტის ვერსია "რუსთავს” არ შეუქმნია, "რუსთავმა" ააჟღერა. თავად ტექსტი დავით წერედიანმა შესთავაზა ბატონ ანზორს, რის შედეგადაც ძველისა და ახლის (ტ. ტაბიძის ლექსის) შეწყმა გააკეთა დიდმა ლოტბარმა.

ბატონო სოსო, "ჩაკრულოს" პოპულარულ ტექსტთან დაკავშირებით როგორ მსჯელობასაც თქვენ ავითარებთ, ამავე პრინციპით მისაღები არც "ახალი" ტექსტი უნდა იყოს - “მონათლულიც ვარ სამჯერა”- ეს ტექსტი არაქრისტიანულია. მოგეხსენებათ ჯავახიშივლის თქმით, საქართველოში ნებისმიერ არამართლამდიდებელს (არამც თუ ქრისტიანს) თათარს უწოდებდნენ.

არ დავიწყებ მრწამსის ტექსტის განმარტებას. ერთი წინადადებაც კმარა:- "...ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა." და არავითარი სამჯერ მონთვლა.

ცოტას ვიხუმრებ კიდეც - სამჯერ მონათვლა კი არა, ბოლო გადაწყვეტილებით საპატრიარქომ ერთდროულად სამი ნათლიის ყოლა აკრძალა.

"ჩაკრულოში" ტექსტების სიმრავლე სხვადასხვა დროის ისტორიის ანარეკლია.

ხალხური სიმღერა არც მუსიკალური და არც ვერბალური თვალსაზრისით სტაბილური არ არის. იგი ცვალებადია და ასახავს იმ სოციუმსა და ისოტირას, სადაც იქმნება ან ფორმირდება ნიმუში.

ცოცხალი პროცესია ისიც, რომ "ჩაკრულოს" არაერთი ტექსტი ვიცით და კიდევ ახალი სასიმღერო ვარიანტები იქმნება.

რატომაა "ჩაკრულო" სუფრული და არა საბრძოლო? - "ჩაკრულოს" მუსიკალური აგებულება გრძელი მრავალჟამიერების ტიპს მიეკუთვნება და შესაბამისად, სუფრულია.

- ქართულ სუფრაზე ითქმებოდა დარდი და სიხარული. და რა გასაკვირია, თუ ყველა დროს თავისი სათქმელი ჰქონდა. მაგალითად, გურჯაანში "ჩაკრულოს” საოცარი ტექსტით მღერიან (მღერის ლ. მუღალაშვილი 1952წ.): “კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულისა, დავწვი შეშა და ფიცარი, ფიცარი ჭირნახულისა, ურმისა მორგვი დავხეთქე, ცეცხლი დავანთე გულისა, ორკეცად ალი ამოსდის, ნახე დახვედრა სტუმრისა! ”ამ გურჯაანული ვარიანტის კიდევ სხვა ტექსტიც არსებობს:“კაცსა სტუმარი ეწვიოს, სტუმარი არ ნახულისა, დააპოს ურმისა მორგვი ზაფხულის შენახულისა, დასწვას ფიწალი, ორთითი, ცეცხლი დაანთოს გულისა, ოთხკუთხივ ბოლი ავიდეს, დასვას და ანადიმოსა, ატლასის კაბა ჩააცვას და ცხენსაც შესვას პილოსა, ყველა ტყუილად ჩაუვლის, თუ კი არ ასმევს ღვინოსა. ”განსხვავებულ ტექსტს ვხვდებით "ჩაკრულოს” შილდურ ვარიანტებში (მღერის დ. ლევანას გუნდი 1912წ.): “გამხიარულდი, ბუხარო, გულჩამთხრობილი ნუ ხარო. შვილი მამას ეუბნება: -დაიბერდი ჩემთან ნუ ხარო. - რა გითხრა, შვილო, მოხუცმა თავს ბევრი გადაიმხედია, სულ დამივლია მთა-ბარი ის უდაბური ქედია. რა ვქნა რომ ხმალი ხმალსა სცემს ძმებო. ომი მირჩივა შიმშილსა. (ან და - მოვკალ, ხმლით მოვკალ ჩემ ძმებო, ხვალ დილით მივალ სიკვდილსა) თოფ-იარაღის წამალი, მაშინ ვირჩივოთ ცოლ-შვილსა !

სიმღერის უცნაურ ტექსტს აფიქსირებს ზ. ფალიაშვილი გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში:

"ჭირიც მოგჭამოს დედამა, შვილო თავ-შეუდებარო. შენ წამალ-დაუდებარო, დაკუწულო“. ულამაზეს ნახატს ქმნის ივ. გრიმოს და გ. ჩხიკვაძის მიერ ჩაწერილი "ჩაკრულოს” ვარიანტი 1967წ."ტკბილად ნაქებო კახეთო, დიდო ალაზნის ჭალაო, ირემო იალაღზედა ივრის პირებზედ ჩალაო! ბარდში მძრომელო ხოხობო, შენ ტურფა ხარისთვალაო. შენი მინდვრების ჭირიმე შენზედ ირმების ფარაო! თვალები გიგავს მაყვალსა, ლოყებიც ვაშლის ნათალსა, ენით შ(ჩ)ამაუღუღუნე ერთხელ ნუ მეტყვი უარსა(ო).” ამავე სიმღერას ხშირად ნაწილობრივ ენაცვლება შემდეგი ვარიანტიც: "მიყვარხარ ტკბილო კახეთო, დიდო ალაზნის ჭალაო, შირაქო ცხვრების დედაო, ზედ ჯეირნების ფარაო. ალაზნის ტალღამ გაკურთხა, იორმა პირი გბანაო, ვერ მოგერია დუშმანი,თუმც ბევრჯერ მოგეძალაო. ქვეყანა შემოვიარე ,ვერ ვნახე შენისთანაო. ერთიან საქართველოის დაუშრეტელო ძალაო.”ასევე, არაერთი ვარიანტია "ჩაკრულოს” იმ ტექსტისა, რომელიც ყველაზე ცნობილია და რომლის ფრაგემნტიც კოსმოსში არის გაგზავნილი:

"ხიდის თავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეათ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია. მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა, დეკეული ვერ გავზარდე, კალო ვერ ვლეწე მოზვრითა. ხმალო ხევსურეთს ნაჭედო/ნაგდებო, თელავში თუშმა გაგფერა/დაგფერა, მეფე ერეკლემ (ერეკლე მეფემ) გაკურთხა/აგიღო, საომრად ჯვარი დაგწერა. მტერო დამჩაგრე არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. მაცადე ერთი ავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგამკევინო, რაც ჩემთვის დაგითესია.“

ტექსტის ეს უკანასკნელი ვარიანტი შესაძლებელია ალ. ყაზბეგს ეკუთვნოდეს. მას მსგავსი ტექსტი მცირედი ვარირებით გამოყენებული აქვს ნაწარმოებში "მუქარა" და მისი ვერსია ასე გამოიყურება: "მაცადე, მეცა გავმართო ჩახმახი, ცეცხლის მკვესია. სულ წმინდად მოგამკევინებ, რაც ჩვენში დაგითესია."

ბოლო პერიოდში, ისე როგორც ადრე, "ჩაკრულოს" ამ დიდებულ ნიმუშს არაერთი ლოტბარი შეეხო. სიმღერას ყველამ თავსებურად შემატა ახალი ვერსია და ამით ხალხურ შემოქმედება გაამდიდრა.

"რუსთავისეული" ტექსტი თავად გიწერიათ და აქ აღარ განვავრცობ.

"ერისიონისეული" ვარიანტი ასეთია: "მტერსა რომ მტრობას უწევდეს, ვაჟკაცის შესაფერია, ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ის ქვეყნად არაფერია. არც მოუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია. არცა ხსენდება კაცადა, არც არად ჩასათვლელია." და შემდეგ: "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო..."მოგვინებით ჩემი ინიციატივით "შავნაბადამაც" სხვა ტექსტით იმღერა "ჩაკრულო" და იგი ასე გამოიყურება:

„სიმართლე მიყვარს, სიმართლე, სიმართლე მთელი წესია. ვესწრაფი კეთილის ქმნასა გრძნობებიც გამილესია. შესაბრალებელს ვიბრალებ, როგორც მიბრძანებს წესია, თქვენი კანონი თქვენ იცით, ჩემი კანონი ესია! მტერო დამჩაგრე არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. მაცადე ერთი ავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგამკევინო, რაც ჩემთვის დაგითესია.“

აქ ვაჟა-ფშაველას და ხალხური ტექსტის კომბინირება ჩემი ინიციატივა იყო. ამ ვარიატების გარდა არსებობს გაუშიფრავი თუ გაშიფრული "ჩაკრულოები". აქ მრავალფეროვნებისთვის მხოლოდ რამდენიმე გამოვარჩიე.

მოგეხსენებათ, რომ იტორიის გადაცემა არა მხოლოდ ფურცლის მეშვეობით, არამედ ზეპირსიტყვიერებითა და სხვა ხერხებითაც ხდება. ვის აქვს უფლება დაუმალოს მომავალ თაობას ქვეყნის ისტორია, რაც სხვადასხვა "ჩაკრულოს" ტექსტებშია ასახული?!

ბატონო სოსო, ქართული ხალხური სიმღერის პატრიარქი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც რუდუნებით ეძებდა, ქმნიდა და განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ვარიანტების სიმრავლეს, მასზე ამბობთ: თუ "ვეთაყვანებით", მხოლოდ მის მიერ დამუშვებული ვერსია უნდა იყოს პრიორიტეტიო?! მიკვირს! მერწმუნეთ, მისი მასშტაბი გაცილებით დიდი, მრავალფეროვანი, მრავლის მიმღები, გამცემი, შემქმნელი და მაძიებელი იყო. ამის დასტურად შორს რომ არ წავიდე, თქვენი ერთობლივი საქმიანობიდან გაგახსენებთ, როგორ უფრთხილდებოდა ბატონი ანზორი "ჩაკრულოს" ისტორიულ ტექსტებს - მისი ხელმძღვანელობით, თქვენი და სხვა პროფესიონალების თანამონაწილეობით შეიქმნა გამოცემა GEORGIA, სადაც "ჩაკრულოს" ოცი ნიმუშია შესული სხვადასხვა ტექსტებით, რომ მომავალი თაობისთვის შენახულიყო ისტორია. და ასეთ ადამიანზე ამბობთ, თუ "ვეთაყვანებით" მხოლოდ მისი ტექსტით უნდა ვიმღეროთ?!

არასწორია! ვინც ბატონ ანზორს იცნობდა, არავინ დაგეთანხმებათ, რომ "ჩაკრულოს" მხოლოდ მისეული ვარიანტის არსებობა და დანარჩენის დავიწყება ან ჩრდილში დაყენება მოეწონებოდა. არ სჩვეოდა საკუთარი შემოქმედების ძალდატანება. თავმდაბალი კაცი იყო. მან მისეული ვერსიით კიდევ ერთი მარგალიტი შესძინა ქართულ ხალხურ შემოქმედებას და სულაც არ უფიქრია, რომ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი და სხვა ისტორიული თუ მხატვრული ტექსტები მეორადი.

ჩემთვის ანზორ ერქომაიშვილის პიროვნების ასეთად წარმოჩენა წარმოუდგენელია!

და ბოლოს, მერწმუნეთ! მე უფრო დიდი, ღრმა აზროვნების იშვიათი პედაგოგი მყავდა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ...

P.S. გული მიგრძნობს, ამ პოსტს მოყვება არაერთი "კრიტიკოსის" განსხვავებული აზრი, თუმცა, აღარავისთან ვაპირებ მსჯელობის გაგრძელებას!"