ავტორი:

"უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენი გაზრდისთვის! - თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ" - კახა კალაძე ჟურნალისტს

"უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენი გაზრდისთვის! - თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ" - კახა კალაძე ჟურნალისტს

უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო! - ასე მიმართა "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ფორმულას“ ჟურნალისტს.

აქციაზე სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, რასაც მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკა: "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით?“

"ცოტა ზრდილობა იქონიეთ! თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ? ["ფორმულას“ ჟურნალისტი] მერე ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში! თავხედო ნაძირალა! ბატონო კახა კი არა, მოიკითხე-მეთქი ოჯახში! ნორმალურად კი არა, ზრდილობიანად! უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ! უზრდელო შენ! შენ ხარ თავხედი, უზრდელი! უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო!,“ - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.