პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"
ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"

გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ ამ­ბებს უცხო­უ­რი მე­დია კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა. BBC, Sky News, AFP ("ფრანს-პრე­სი), Associated Press, The Guardian და სხვა გა­მო­ცე­მე­ბი აქ­ტი­უ­რად აშუ­ქე­ბენ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

"ოთხშა­ბათს, სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ქუ­ჩა­ში ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი გა­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ბრი­უ­სე­ლის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა თბი­ლი­სის მრა­ვალ­წლი­ან ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და, ის მე­ო­რე მოს­მე­ნით მა­ინც მი­ი­ღო", - წერს France24.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვა კი არა­ერ­თმა უცხო­ურ­მა გა­მო­ცე­მამ და­ბეჭ­და:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას დიდი შეშ­ფო­თე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ძა­ლა­დო­ბას ვგმობ", - წერ­და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი. ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დერ­მა დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ახლა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პის გზა­ზე დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

ოთხშა­ბა­თის ღა­მის და­პი­რის­პი­რე­ბას Guardian-იც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ "არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა" გა­მო­ი­ყე­ნეს."

AFP-ს აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, 20 წლის ტატო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის კო­მენ­ტა­რი აქვს მოყ­ვა­ნი­ლი:

"მათი ძა­ლა­დო­ბა უშე­დე­გოა, პრო­ტეს­ტი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა, რად­გან ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ბრა­ზი კი­დევ უფრო მა­ტუ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას ეკუთ­ვნის, რუ­სულ კა­ნო­ნებს და პრო­რუ­სულ მთავ­რო­ბას არ შე­ვე­გუ­ე­ბით".

"მუდ­მი­ვად მზარ­დი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში თით­ქმის ერთი თვეა იმარ­თე­ბა, ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ა­ში, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრი გა­და­კე­ტა",- წერს Sky News.

Associated Press-ს კი ჯო­ზეფ ბო­რე­ლის X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი მოჰ­ყავს: "სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნაა, მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს." მან დას­ძი­ნა, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Elene
0

ამერიკაში და საფრანგეთში მომიტინგეები როგორ დაარბიეს მაგაზე რატომ არ აკეთებენ კომენტარს..ვისაც სჯერა რომ ევროპა გადაარჩენს ძალიან სცდება..

ირაკლი
90

წლევანდელ არჩევნებში ვერცერთმა პარტიამ ვერ უნდა აიღოს უმრავლესობა, ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. ბოლო ათწლეულების ერთპარტიული მმართველობებიდან როგორმე მრავალპარტიულ მმართველობაზე უნდა გადავიდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"

ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კვლავაც ფართოდ აშუქებენ - "პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო"

გუშინდელ აქციაზე მომხდარ ამბებს უცხოური მედია კიდევ ერთხელ ეხმაურება. BBC, Sky News, AFP ("ფრანს-პრესი), Associated Press, The Guardian და სხვა გამოცემები აქტიურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.

"ოთხშაბათს, საკამათო კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათიათასობით ქართველი გავიდა. საქართველოს პარლამენტმა ბრიუსელის გაფრთხილების მიუხედავად, რომ კანონის მიღება თბილისის მრავალწლიან ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნიდა, ის მეორე მოსმენით მაინც მიიღო", - წერს France24.

ურსულა ფონ დერ ლაიენის X-ზე გამოქვეყნებული მიმართვა კი არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაბეჭდა:

"საქართველოში არსებულ ვითარებას დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალს და თბილისის ქუჩებში ძალადობას ვგმობ", - წერდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროკავშირის ლიდერმა დასძინა, რომ საქართველო ახლა გზაჯვარედინზე იმყოფება და ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

I am following the situation in Georgia with great concern and condemn the violence on the streets of Tbilisi.

The Georgian people want a European future for their country.

Georgia is at a crossroads. It should stay the course on the road to Europe.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 1, 2024

ოთხშაბათის ღამის დაპირისპირებას Guardian-იც გამოეხმაურა:

"პოლიციის ძალადობამ შოკში ჩააგდო საქართველო, სადაც დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების მიმართ "არაპროპორციული ძალა" გამოიყენეს."

AFP-ს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 20 წლის ტატო გაჩეჩილაძის კომენტარი აქვს მოყვანილი:

"მათი ძალადობა უშედეგოა, პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან ჩვენი ხელისუფლებისადმი ბრაზი კიდევ უფრო მატულობს. საქართველო ევროპას ეკუთვნის, რუსულ კანონებს და პრორუსულ მთავრობას არ შევეგუებით".

"მუდმივად მზარდი საპროტესტო აქციები დედაქალაქ თბილისის ქუჩებში თითქმის ერთი თვეა იმართება, ოთხშაბათს საღამოს, ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაში, ათიათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრი გადაკეტა",- წერს Sky News.

Associated Press-ს კი ჯოზეფ ბორელის X-ზე გამოქვეყნებული პოსტი მოჰყავს: "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს." მან დასძინა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა