ავტორი:

CMC Hub  - პაციენტის კომფორტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება

CMC Hub  - პაციენტის კომფორტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება

კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. სამედიცინო გამოცდილება მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების ფარგლებში შეიქმნა და ჰოსპიტალში ვიზიტისას პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს ემსახურება. ამავე მიზნით დაინერგა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ციფრული პლატფორმა, რომელიც პირადი კაბინეტის კონცეფციას და ონლაინ-ჯავშნებს მოიცავს და წარმოადგენს ციფრულ ბაზას თქვენი სამედიცინო გამოცდილების მონიტორინგისთვის.

უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ჰაბი 15 ცენტრს აერთიანებს და უზრუნველყოფს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე - ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს. პაციენტებისთვის ცხოვრების ინდივიდუალური წესისა და რეკომენდაციების გაცემა გამოკვლევების შედეგების საფუძველზე ხორციელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე თითოეული პაციენტის შემთხვევას წამყვანი ექიმების გუნდი ერთობლივად, კონსილიუმის ფორმატში განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, ამავე სივრცეშია შესაძლებელი მაღალი დონის პოლიპროფილური სტაციონარული სერვისის მიღება.

სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად, კავკასიის მედიცინის ცენტრი მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებასა და გამარტივებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჯანმრთელობაზე ზრუნვის ციფრული პლატფორმა, რომელიც თითოეული პაციენტისთვის უზრუნველყოფს მისი სამედიცინო გამოცდილების ონლაინ-წვდომას. პლატფორმა პირად კაბინეტს და ონლაინ-ჯავშნებს აერთიანებს და კავკასიის მედიცინის ცენტრში ნებისმიერ დროს მიღებულ ნებისმიერი სახის სერვისს ერთ აპლიკაციაში უყრის თავს. შედეგად, მომსახურების მიღება ჰოსპიტალში რიგის გარეშე, ონლაინ-რეგისტრაციით ხორციელდება, ხოლო ჯანმრთელობაზე ზრუნვის მონიტორინგი ციფრულ პლატფორმაზე ხდება შესაძლებელი.

R