თუ მნიშვნელოვანი თარიღისთვის ემზადებით, ან ფრენა გიახლოვდებათ, Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული დაგეგმილი მგზავრობების ფუნქციით შეგიძლიათ მგზავრობა 90 დღით ადრე დაჯავშნოთ!
ფუნქციის მთავარი უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ:
1. ყველაზე საჭირო დროს გარანტირებულ მგზავრობას გთავაზობთ;
2. შეგიძლიათ 90 დღით ადრე დაიჭიროთ თადარიგი;
3. გადაიხადოთ ფიქსირებული ფასი, რომელიც არ შეიცვლება;
4. მიიღოთ შეხსენებები მგზავრობის დაწყებამდე;
ისარგებლოთ დამატებითი უფასო ლოდინის დროით;გააუქმოთ მგზავრობა სრულიად უფასოდ მაქსიმუმ 1 საათით ადრე.
რისთვისაც არ უნდა გჭირდებოდეთ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად თუ აეროპორტამდე მისასვლელად — ეს ფუნქცია მოსახერხებელ და კომფორტულ ალტერნატივას გთავაზობთ.
დაგეგმილი მგზავრობის შეკვეთა მარტივია:
1. გახსენით Bolt-ის აპლიკაცია;
2. დააჭირეთ ღილაკს “დაგეგმვა”;მიუთითეთ მგზავრობის დრო და თარიღი;
3. შეიყვანეთ მისამართი და მონიშნეთ სასურველი კატეგორია;
4. დაადასტურეთ შეკვეთა ღილაკზე დაჭერით “Bolt-ის დაჯავშნა”!
Bolt თავის აპლიკაციაში მომხმარებლებს არაერთ ფუნქციას სთავაზობს, რომლებიც ორიენტირებულია მაქსიმალურად გაუმარტივოს მგზავრებს გადაადგილება, შექმნას ხარისხიანი და კომფორტული სერვისი მათი საჭიროებების შესაბამისად.
დაგეგმილი მგზავრობების ფუნქცია სწორედ ერთ-ერთია იმ ფუნქციების სიიდან, რომელიც მგზავრებისა და მძღოლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
R