პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მეხოტბე, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი საბჭოთა კავშირს მისტირის და საქართველოში ოჯახის, რწმენისა და ცხოვრების წესისთვის შექმნილი "საფრთხეების" გამო წუხს
პუტინის მეხოტბე, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი საბჭოთა კავშირს მისტირის და საქართველოში ოჯახის, რწმენისა და ცხოვრების წესისთვის შექმნილი "საფრთხეების" გამო წუხს

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბე და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდს და წერს, რომ ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ თვით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ღიად ადა­ნა­შა­უ­ლებს და­სავ­ლეთს.

თინა კან­დე­ლა­კი:

"უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ხან­და­ხან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაქვს თუ არა იმის ნე­ბის­ყო­ფა, რომ მივ­ხვდე, რო­გო­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვი­ტა­რეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს.

სა­ქარ­თვე­ლო, 80-იანი წლე­ბი, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა - სა­უ­კე­თე­სო მიწა მსოფ­ლი­ო­ში და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხალ­ხი დე­და­მი­წა­ზე. 90-იანი წლე­ბი - შიმ­ში­ლი, და­ნა­კარ­გი, სიკ­ვდი­ლი, მიგ­რა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო სი­ღა­რი­ბის, უკა­ნო­ნო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი - მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა (აგ­რეთ­ვე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“), რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლი იყო და­სავ­ლურ ნი­მუ­შ­ზე. ძა­ლა­უფ­ლე­ბის შეც­ვლა, მე­ზობ­ლებ­თან ჩხუ­ბი, იმ პრინ­ცი­პით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და და­სავ­ლე­თი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ეს არ იყო და არც იქ­ნე­ბა კარ­გი. სა­მა­გი­ე­როდ ქარ­თვე­ლე­ბი ომში ჩა­ით­რი­ეს.

2008 წელი - ომი, მყი­სი­ე­რი და­მარ­ცხე­ბა, ლტოლ­ვი­ლე­ბი, ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვა. ისევ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შეც­ვლა. აქ მა­ინც "გა­ჩერ­დი" და ამ გი­ჟუ­რი კა­რუ­სე­ლი­დან გად­მო­დი, მაგ­რამ მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა კა­რუ­სელ­მა კვლავ და­ი­წყო ტრი­ა­ლი.

მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ზე ჩუ­მე­ბიც კი ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მი­ლი­არ­დე­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და, ემო­ცი­ებს ვერ იკა­ვებ­და, მან ღიად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და­სავ­ლე­თი ქარ­თვე­ლე­ბის ზარ­ბაზ­ნე­ბის საკ­ვე­ბად გა­დაქ­ცე­ვა­ში. მის­თვის, უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს უფსკრუ­ლის მიღ­მა გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მაგ­რამ ეს იმის ნი­შა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და ქარ­თვე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი - ოჯა­ხი, რწმე­ნა, ცხოვ­რე­ბის წესი - სას­წორ­ზე დგას.

სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ციხე-სი­მაგ­რეა. ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რა ეფუძ­ნე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­გე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. ისი­ნი ყო­ველ­თვის ამარ­ცხებ­დნენ გა­რე­დან ხე­ლოვ­ნუ­რად და­წე­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ამი­ტომ მჯე­რა, რომ ჩვენ დავ­რჩე­ბით ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ - ერი და არა წერ­ტი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნა­დი­რო მო­ედ­ნე­ბის რუ­კა­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

პუტინის მეხოტბე, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი საბჭოთა კავშირს მისტირის და საქართველოში ოჯახის, რწმენისა და ცხოვრების წესისთვის შექმნილი "საფრთხეების" გამო წუხს

პუტინის მეხოტბე, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი საბჭოთა კავშირს მისტირის და საქართველოში ოჯახის, რწმენისა და ცხოვრების წესისთვის შექმნილი "საფრთხეების" გამო წუხს

რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ჟურნალისტი თინა კანდელაკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ვლადიმერ პუტინის მეხოტბე და კრემლის პროპაგანდისტი მონატრებით იხსენებს საბჭოთა კავშირის პერიოდს და წერს, რომ ამჟამად ქვეყანაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ თვით ბიძინა ივანიშვილიც კი ღიად ადანაშაულებს დასავლეთს.

თინა კანდელაკი:

"უკან რომ ვიხედები, ხანდახან მაინტერესებს, მაქვს თუ არა იმის ნებისყოფა, რომ მივხვდე, როგორი ექსპერიმენტი ჩაგვიტარეს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.

საქართველო, 80-იანი წლები, ბედნიერი ბავშვობა - საუკეთესო მიწა მსოფლიოში და ყველაზე ლამაზი ხალხი დედამიწაზე. 90-იანი წლები - შიმშილი, დანაკარგი, სიკვდილი, მიგრაცია, საქართველო სიღარიბის, უკანონობისა და დანაშაულის სიმბოლოდ იქცა.

2000-იანი წლების დასაწყისი - მასობრივი არეულობა (აგრეთვე "ვარდების რევოლუცია“), რომელიც აგებული იყო დასავლურ ნიმუშზე. ძალაუფლების შეცვლა, მეზობლებთან ჩხუბი, იმ პრინციპით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დასავლეთი დაგვეხმარება. ეს არ იყო და არც იქნება კარგი. სამაგიეროდ ქართველები ომში ჩაითრიეს.

2008 წელი - ომი, მყისიერი დამარცხება, ლტოლვილები, ტერიტორიის დაკარგვა. ისევ ძალაუფლების შეცვლა. აქ მაინც "გაჩერდი" და ამ გიჟური კარუსელიდან გადმოდი, მაგრამ მარიონეტების მიერ გაშვებულმა კარუსელმა კვლავ დაიწყო ტრიალი.

მაგრამ ახლა ყველაზე ჩუმებიც კი ამაზე საუბრობენ. მილიარდერი და საქართველოში არსებული ხელისუფლების სისტემის შემქმნელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დუმდა, ემოციებს ვერ იკავებდა, მან ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების ზარბაზნების საკვებად გადაქცევაში. მისთვის, უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ადამიანისთვის, ეს უფსკრულის მიღმა გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს მომავალი და ქართველების ღირებულებები - ოჯახი, რწმენა, ცხოვრების წესი - სასწორზე დგას.

საქართველო ქრისტიანობის ციხე-სიმაგრეა. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებიც გასაგებია ნებისმიერი ადამიანისთვის. ისინი ყოველთვის ამარცხებდნენ გარედან ხელოვნურად დაწესებულ ნებისმიერ ღირებულებას. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ დავრჩებით ისეთები, როგორებიც ვართ - ერი და არა წერტილი ევროკავშირის სანადირო მოედნების რუკაზე".