რამდენიმე კვირაა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია თბილისი, სადაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ.
ბოლო ორი დღეა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ადგილზე სპეცრაზმი აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენს გაზს, რის გამოც მოქალაქეები დაშავდნენ. აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს და დროდადრო სიტუაცია იძაბება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.
განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია 30 აპრილის აქციის გადაღებულმა კადრებმა, სადაც ახალგაზრდებისა და სპეცრაზმელთა დაპირისპირებაა ასახული. ამ კადრებს და ზოგადად, მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ქართველი ეხმაურება, მათ შორის მსოფლიოში წარმატებული ჩვენი თანამემამულეები "ინსტაგრამზე" აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.
ერთ-ერთი ასეთია მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც სწორედ 30 აპრილის ღამის კადრებს აქვეყნებს და სპეცრაზმის თანამშრომლებს მკაცრად აკრიტიკებს.
მანამდე ქართველმა მოდელმა აქციის კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასევე დაპირისპირებაა ასახული: "ეს რას ნიშნავს?" - წერს ნაცვლიშვილი კადრების კომენტირებისას.
წაიკითხეთ ასევე: