საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?
"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი ტრა­ექ­ტო­რია რის­კის ქვე­შაა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის, მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

  • მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "კრემ­ლის მიერ შთა­გო­ნე­ბუ­ლი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­ტი­და­სავ­ლურ­მა რი­ტო­რი­კამ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე და­ა­ყე­ნა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად უდევს ევ­რო­კავ­ში­რის, ნა­ტოს წევ­რო­ბას და საფრ­თხე ექ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გზას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ.

"შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს კრემ­ლის მიერ შთა­გო­ნე­ბულ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში იქნა მი­ღე­ბუ­ლი და ცრუ ნა­რა­ტივს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ მის და­სა­ცა­ვად.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რებ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ კა­ნო­ნის მი­ზა­ნია გა­ა­ჩუ­მოს კრი­ტი­კუ­ლი ხმა და გა­ა­ნად­გუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს.

ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­და­სავ­ლურ­მა რი­ტო­რი­კამ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე და­ა­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად უდევს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს წევ­რო­ბას და ამით საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს გზას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­წო­რად ახა­სი­ა­თებს სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში - რო­მელ­საც ჩვენ გავ­ცემ­დით 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის უნა­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ძირს უთხრის ძლი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც გან­ვა­ვი­თა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან და ხალ­ხთან.

ჩვენ ვდგა­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მისი უფ­ლე­ბის გვერ­დით, რომ მათი ხმა იქ­ნას გა­გო­ნი­ლი. ჩვენ ვგმობთ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მი­მართ, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც აშუ­ქე­ბენ დე­მონ­სტრა­ცი­ებს. ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად მი­უ­ღე­ბე­ლია და ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უშ­ვან, რომ არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­აგ­რძე­ლონ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ლი­დე­რი ჯიმ რიში აცხა­დებს, რომ "შეშ­ფო­თე­ბუ­ლია უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნით“.

მისი თქმით, რო­გორც ჩანს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ას აშო­რებს.

"შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვილ­სა და მის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ მი­ი­ღონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მათ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­გან აშო­რებს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მშვი­დო­ბი­ა­ნად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, მთავ­რო­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, რო­მელ­საც მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არ მოს­წონს", - წერს აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ლი­დე­რი ჯიმ რიში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

  • მილერის განცხადების თანახმად, "კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის" კანონმდებლობამ და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის, ნატოს წევრობას და საფრთხე ექმნება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

"შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იქნა მიღებული და ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ მის დასაცავად.

მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოს წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში - რომელსაც ჩვენ გავცემდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, ძირს უთხრის ძლიერ ურთიერთობას, რომელიც განვავითარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუშვან, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”, - წერია განცხადებაში.

  • აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში აცხადებს, რომ "შეშფოთებულია უცხოური აგენტების კანონით“.

მისი თქმით, როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“ კანონის მიღება გადაწყვეტილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპული ინტეგრაციას აშორებს.

"შეშფოთებული ვარ უცხოური აგენტების კანონით, რომელიც, როგორც ჩანს, ივანიშვილსა და მის "ქართული ოცნების" პარტიას გადაწყვეტილი აქვთ მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ ევროპული ინტეგრაციისგან აშორებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მშვიდობიანად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მთავრობის ჩარევის გარეშე, რომელსაც მათი საქმიანობა არ მოსწონს", - წერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში.

წაიკითხეთ ასევე: