"როგორც ექიმებმა მითხრეს თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი", - განაცხადა "ტვ პირველთან" აქციის მონაწილე იმ ბიჭის მამა კახა დემურიშვილმა, რომელიც თვალის არეში დაზიანებით "ნიუს ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.
მისი თქმით, მისი ვაჟი ბოლოდროინდელი აქციების ხშირი მონაწილეა.
"ის სხვა მოქალაქეებს გაზის გაშვების დროს, ადგილის დატოვებაში ეხმარებოდა და მაგ დროს ესროლეს. იმედია, ამ დაზიანებას მხედველობაზე გავლენა არ ექნება. სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. მინდა ვუთხრა მთავრობას და კობახიძეს, რომ არ შეგრჩებათ ეს ამბავი. არც ჩემი შვილის ამბავი და არც არავისი - არ შეგრჩებათ, ყველას მოგეკითხებათ“, - განაცხადა დაზარალებულის მამამ.", - განაცხადა კახა დემურიშვილმა.
იხილეთ ასევე: