ავტორი:

რატომ ვერ მისცა ხმა ე.წ. აგენტების კანონპროექტს მამუკა მდინარაძემ - "ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას..."

რატომ ვერ მისცა ხმა ე.წ. აგენტების კანონპროექტს მამუკა მდინარაძემ - "ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას..."

მამუკა მდინარაძე - ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა, ჩემია - ამის შესახებ საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე განმარტავს, რატომ, არ ესწრებოდა პლენარულ სესიას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ,

"დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, 84-ე ხმა ჩათვალეთ ჩემია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.