მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრძოლის ხაზი ახლა უკვე არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, არამედ არჩევნებზე გადის.
"თვალყურს ვადევნებ ამ საღამოს მიმდინარე მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს ქართველი ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას., ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.
ამავე დროს მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან. ესაა ჩვენი მიზანი და კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა გაზის გაშვებისა და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე. დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“, - განაცხად სალომე ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე:
Ambebi.ge -ს განცხადება
ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ambebi.ge -ს კომენტარების განყოფილება ტროლ-ბოტების შტურმის სამიზნე გახდა, ამიტომაც დროებით ვთიშავთ კომენტარების ფუნქციას ჩვენს საიტზე. დროებითი შეზღუდვისთვის ბოდიშს ვუხდით პატიოსან მკითხველს, ვისაც ambebi-ge -ს საშუალებით სურს აზრის გამოთქმა.