ავტორი:

ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და სხვადასხვა საპოლიციო საშუალებების გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფი უწევს.

ინფორმაციისთვის, სპეცრაზმელებმა პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარს ეჯაჯგურებოდნენ და პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კართან იმყოფებიან, სთხოვა კარები არ დაეზიანებინათ.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

ამასთანავე, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.

„პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს, რა თქმა უნდა, [ტერიტორია]. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას - არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა იმათზეა [შსს-ზე] და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ, არცერთ შემთხვევაში“ .

იხილეთ ასევე: