ავტორი:

პროტესტანტები ისევ რუსთაველზე არიან: ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან; საკანონმდებლო ორგანოსთან გამოჩნდა სპეცრაზმიც

პროტესტანტები ისევ რუსთაველზე არიან: ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან; საკანონმდებლო ორგანოსთან გამოჩნდა სპეცრაზმიც

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: "მონებო რუსებო“.

ამ დროისთვის შეხლა-შემოხლის ფონზე ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიიდან ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიას მოქალაქეებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ატოვებინებენ.

რუსთაველის გამზირზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. გადაკეტილია რუსთველის გამზირი.

პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ამასთანავე, პარლამენტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.

იხილეთ ასევე;