ავტორი:

"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს" - გიორგი წიქარიშვილი

"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს" - გიორგი წიქარიშვილი

გიორგი წიქარიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ არის საჯარო მოხელე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პოსტს აქვეყნებს.

მას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. კანონპროქტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს." - წერს გიორგი წიქარიშვილი.