პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა კავშირში მიგვაქანებენ... რატომ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები რუსთაველის გამზირზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს?
"საბჭოთა კავშირში მიგვაქანებენ... რატომ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები  რუსთაველის გამზირზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს?

30 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტთან, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან „რა­ტომ, რა­ტომ?“ - წერს მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გუ­შინ, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

"ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“ - გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარს აპ­რო­ტეს­ტებს მო­დე­ლი ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­აც.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, ინ­სტაგ­რამ­ზე შვი­ლე­ბის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სურს, მის­მა შვი­ლებ­მა ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იღ­ვი­ძონ.

- მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა მშვიდ, ბედ­ნი­ერ და ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იღ­ვი­ძონ, სა­დაც ორად გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, სა­დაც ხელს არა­ვინ არა­ვის და­არ­ტყამს, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო ერ­თმა­ნეთს არ და­ა­ბუ­ლინ­გებს ხალ­ხი! აზრი, არსი და ფაქ­ტი კი ერ­თია - #სა­ქარ­თვე­ლო­ევ­რო­პაა #რუ­სე­თი­ო­კუ­პან­ტია

აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ დარ­ბე­ვას კი­დევ ერთი მო­დე­ლი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა. "ეს რას ნიშ­ნავს?" - წერს ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ცე­მის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს.

"ღმერ­თო, და­ი­ფა­რე ჩვე­ნი ერთი ბეწო ერი“ - აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუ­აც.

„და­უშ­ვე­ბე­ლია ეს ქმე­დე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“ - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკა ფა­ცა­ცია.

მო­დე­ლი, მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი, მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტის გარ­შე­მო კი­დევ ერთ მხარ­დამ­ჭერ პოსტს ავ­რცე­ლებს.

"საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მიგ­ვა­ქა­ნე­ბენ" - წერს, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საბჭოთა კავშირში მიგვაქანებენ... რატომ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები რუსთაველის გამზირზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს?

"საბჭოთა კავშირში მიგვაქანებენ... რატომ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები  რუსთაველის გამზირზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს?

30 აპრილს, პარლამენტთან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოიაზრებიან „რატომ, რატომ?“ - წერს მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი და "ინსტაგრამის" სთორიში გუშინ, დარბევის დროს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

"ეს წარმოუდგენელია, ეს დაუშვებელია“ - გუშინ აქციაზე მომხდარს აპროტესტებს მოდელი ლიკა კვარაცხელიაც.

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი, ინსტაგრამზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სურს, მისმა შვილებმა ევროპულ საქართველოში გაიღვიძონ.

- მინდა ჩემმა შვილებმა მშვიდ, ბედნიერ და ევროპულ საქართველოში გაიღვიძონ, სადაც ორად გახლეჩილი საზოგადოება არ იქნება, სადაც ხელს არავინ არავის დაარტყამს, სადაც განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ დააბულინგებს ხალხი! აზრი, არსი და ფაქტი კი ერთია - #საქართველოევროპაა #რუსეთიოკუპანტია

აქციაზე მომხდარ დარბევას კიდევ ერთი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ეხმაურება. "ეს რას ნიშნავს?" - წერს ნაცვლიშვილი და ცემის კადრებს აქვეყნებს.

"ღმერთო, დაიფარე ჩვენი ერთი ბეწო ერი“ - აქციას გამოეხმაურა მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუაც.

„დაუშვებელია ეს ქმედება, წარმოუდგენელია“ - წერს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.

მოდელი, მატილდა გვარლიანი, მიმდინარე პროტესტის გარშემო კიდევ ერთ მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.

"საბჭოთა კავშირში მიგვაქანებენ" - წერს, ტელეწამყვანი გვანცა დარასელია.

შეგახსენებთ, რომ აქციის დარბევა გუშინ, დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.

წაიკითხეთ ასევე: