მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტროტუარზე დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს. მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ" - რას წერს აშშ-ის მოქალაქე, იურისტი, რომელიც წუხელ აქციაზე დააკავეს
"ტროტუარზე დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს. მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ" - რას წერს აშშ-ის მოქალაქე, იურისტი, რომელიც წუხელ აქციაზე დააკავეს

30 აპ­რილს თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს და სცე­მეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, იუ­რის­ტი ტედ ჯო­ნა­სი, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს მომ­ხდარს:

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ სახ­ლში ვარ, უსაფრ­თხოდ, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მთლად კარ­გად არ ვიყო. წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით 12:30 სა­ათ­ზე, რუს­თა­ველ­ზე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ხა­ზი­დან რო­ბო­კო­პებ­მა მო­მი­ტა­ცეს.

და­მი­ჭი­რეს. ტრო­ტუ­არ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 30 მეტ­რი მათ­რი­ეს. მთე­ლი გზა მცემ­დნენ და წიხ­ლებს მირ­ტყამ­დნენ. ცემა მა­ში­ნაც გა­აგ­რძე­ლეს, როცა მი­წა­ზე ვი­წე­ქი. 20-30 დარ­ტყმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი ცხვი­რი­დან სის­ხლისღვრით, და­ლურ­ჯე­ბე­ბით სა­ხე­ზე, ყბა­ზე, თვალ­თან, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით სხე­ულ­ზე.

და­ახ­ლო­ე­ბით, ორი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე პო­ლი­ცი­ის შავ ფურ­გონ­ში. ვი­ყა­ვით მე და კი­დევ 2 ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. ყო­ველ ხუთ წუთ­ში ფურ­გო­ნის კარი იხ­სნე­ბო­და და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვად აგ­დებ­დნენ სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებს და აგი­ნებ­დნენ. სა­ნამ იქ ვი­ყა­ვი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სცემ­დნენ 2 კონ­კრე­ტულ მო­ქა­ლა­ქეს, ერთ მო­მენ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი შე­იკ­რი­ბა ამ ორი ბი­ჭის სა­ცე­მად. ფურ­გონ­ში ყოფ­ნი­სას ფა­რუ­ლად ვი­სარ­გებ­ლე ჩემი ტე­ლე­ფო­ნით (პო­ლი­ცი­ე­ლებს ვუ­თხა­რი, რომ დავ­კარ­გე) და და­ვუ­კავ­შირ­დი მე­გობ­რებს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, ნი­ნოს (ჩემს მე­უღ­ლეს) და ეკა გი­გა­ურს.

რა­ღაც მო­მენ­ტში მათ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფურ­გონ­ში აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­დათ, მე გა­მო­მიყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ და წამ­ყვა­ნეს დიღ­მის მა­სი­ვის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. საკ­მა­ოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ და "კაი კა­ციო", -მე­ძახ­დნენ.

#არა­რუ­სულ­კა­ნონს #არა­რუ­სულმთავ­რო­ბას", - წერს ტედ ჯო­ნა­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ტროტუარზე დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს. მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ" - რას წერს აშშ-ის მოქალაქე, იურისტი, რომელიც წუხელ აქციაზე დააკავეს

"ტროტუარზე დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს. მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ" - რას წერს აშშ-ის მოქალაქე, იურისტი, რომელიც წუხელ აქციაზე დააკავეს

30 აპრილს თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სცემეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და დეტალურად აღწერს მომხდარს:

"ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში გეტყვით, რომ სახლში ვარ, უსაფრთხოდ, თუმცა შესაძლოა, მთლად კარგად არ ვიყო. წუხელ, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთაველზე მომიტინგეების ხაზიდან რობოკოპებმა მომიტაცეს.

დამიჭირეს. ტროტუარზე დაახლოებით, 30 მეტრი მათრიეს. მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ცემა მაშინაც გააგრძელეს, როცა მიწაზე ვიწექი. 20-30 დარტყმა უნდა ყოფილიყო. დამთავრდა ყველაფერი ცხვირიდან სისხლისღვრით, დალურჯებებით სახეზე, ყბაზე, თვალთან, სისხლჩაქცევებით სხეულზე.

დაახლოებით, ორი საათი გავატარე პოლიციის შავ ფურგონში. ვიყავით მე და კიდევ 2 ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. ყოველ ხუთ წუთში ფურგონის კარი იხსნებოდა და პოლიციელები ძალადობრივად აგდებდნენ სხვა დაკავებულებს და აგინებდნენ. სანამ იქ ვიყავი, პოლიციელები პერიოდულად სცემდნენ 2 კონკრეტულ მოქალაქეს, ერთ მომენტში დაახლოებით 4 სამართალდამცავი შეიკრიბა ამ ორი ბიჭის საცემად. ფურგონში ყოფნისას ფარულად ვისარგებლე ჩემი ტელეფონით (პოლიციელებს ვუთხარი, რომ დავკარგე) და დავუკავშირდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნინოს (ჩემს მეუღლეს) და ეკა გიგაურს.

რაღაც მომენტში მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ფურგონში აშშ-ის მოქალაქე ჰყავდათ, მე გამომიყვანა პოლიციამ და წამყვანეს დიღმის მასივის პოლიციის განყოფილებაში. საკმაოდ მეგობრულები იყვნენ და "კაი კაციო", -მეძახდნენ.

#არარუსულკანონს #არარუსულმთავრობას", - წერს ტედ ჯონასი.