ავტორი:

"დავაკავეთ 63 პირი" - საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: რა განმარტებები გაკეთდა წუხელ განვითარებულ მძიმე მოვლენებზე

"დავაკავეთ 63 პირი" - საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: რა განმარტებები გაკეთდა წუხელ განვითარებულ მძიმე მოვლენებზე

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს“,- განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს - დაშავდა 6 პოლიციელი.

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევაში, უწყება „შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმა კანონით აკრძალულია.

„პოლიციელი დაცული არის კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. თუკი ასეთ ქმედებას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ყველა დანაშაულის ჩამდენ პირს, ან მოძალადეს, რომელიც პოლიციელზე იძალადებს, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,“ - განაცხადა დარახველიძემ.

წაიკითხეთ ასევე: