საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული... იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს!" - ანა დოლიძე
"ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული... იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს!" - ანა დოლიძე

ვაჟა სი­რა­ძეს არ და­უ­ძა­ხოთ პატ­რუ­ლის უფ­რო­სი, ის არის ბო­ქა­უ­ლი იმი­ტომ, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ხალ­ხის­თვის“ ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ამ ისე გა­მო­ი­ყე­ნა ძალა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხი რომ დგას, ჯავ­შან­მან­ქა­ნა, მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა არ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნო. გაფრ­თხი­ლე­ბა არ იყო. რა­ტომ უნდა და­შა­ლონ დე­მონ­სტრა­ცია, თუ ის არ არის ძა­ლა­დობ­რი­ვი? ეს არის ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბა, რი­თაც აქამ­დე მო­ვე­დით. აქ ვერ გა­პარ­პაშ­და ვერ­ცერ­თი შაჰი. თუ გახ­და დე­მონ­სტრა­ცია ძა­ლა­დობ­რი­ვი, მა­შინ უნდა და­შა­ლონ. უნ­დათ, რომ არ ორ­ღო­ბე­ში გაგ­ვა­ტა­რონ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის უნა­რებს ვერ ჩა­ა­ბა­რებს ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს და­გეგ­მა. ვაჟა სი­რა­ძეს არ და­უ­ძა­ხოთ პატ­რუ­ლის უფ­რო­სი, ის არის ბო­ქა­უ­ლი იმი­ტომ, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სებს. სის­ტე­მას­თან ერ­თად ეს ბო­ქა­უ­ლო­ბაც უნდა მო­ვა­შო­როთ აქე­დან“,- გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცი­ამ ე.წ. წი­წა­კის სპრეი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ვი­თა­რე­ბა კვლავ არას­ტა­ბი­ლუ­რია.სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, მათ შო­რის სპეც­რაზ­მი ტე­რი­ტო­რი­ის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გაწ­მენ­დას ცდი­ლობს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჩვენეთ ამ ქალს კადრები
2

მე ის კადრებიც ვნახე, მომიტინგეები რომ ქვებს ისვრიან და პოლიცია ახალგაზრდებს თავზე ხელებს რომ აფარებს, რომ არ დაშავდნენ.

!!!!!!!!!
2

ამოვიდა ამ რუსულის ძხილი ყელში რააა... რომ აღარ ჭრის ვერ ხედავთ? არადა გადასარევად იცით, რომ არეულობა ზუსტად რუსეთის ინტერესშია, 15 წუთში თბილისში იქნება რუსის ჯარი. ასე რომ რუსეთის საქმეს თქვენ აკეთებთ. 

ავტორი:

"ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული... იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს!" - ანა დოლიძე

"ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული... იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს!" - ანა დოლიძე

ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისი განმარტებით, პოლიციამ ისე გამოიყენა ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

"მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო. გაფრთხილება არ იყო. რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ არ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი. მისაღები გამოცდების უნარებს ვერ ჩააბარებს ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა. ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს. სისტემასთან ერთად ეს ბოქაულობაც უნდა მოვაშოროთ აქედან“,- განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია.სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს.

ნახეთ ასევე: