პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა დღეს დასრულდა და ხვალ 12:00 საათიდან გაგრძელდება.
პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელი მთლიანად ბლოკირებული აქვთ აქტივისტებს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა რუსულ კანონს!”.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმები.
როგორც მან „ტვ პირველთან“ განაცხადა, პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ორგანიზებული აქციაა, რადგან ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
"პარლამენტი დაკეტილი ხომ არ არის, სხდომა მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმია. სტანდარტულად, პოლიციელები ყველა აქციაზე ვართ ხოლმე. ზუსტად იმ რაოდენობის პოლიციელები ვართ, რამდენიც ამ დღეებში, გუშინ, გუშინ წინ ვიყავით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისი აქცია იქნება, მოვალეობას ვასრულებთ. გუშინაც ზუსტად იმავე რაოდენობის თანამშრომელი იყო. რატომ ყოფთ ერთ და მეორე აქციას ერთმანეთისგან. მათ შორის, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩვენთან და გარკვეულ საკითხებზე დახმარება გვთხოვეს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.