ავტორი:

"მე მივიღე უკიდურესი ზომები... უნდა ვიშიმშილო, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან" - ზაზა სარალიძე

"მე მივიღე უკიდურესი ზომები... უნდა ვიშიმშილო, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან" - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ შიმშილობას იწყებს, სანამ ე.წ. "აგენტების კანონს" ხელისუფლება უკან არ გაიწვევს.

მისი თქმით, იშიმშილებს იქამდე, სანამ "ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება უმაღლეს დონეზე აყვანილი".

"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე ("ქართული ოცნების" სახალხო შეკრება), ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის დროს მოვედი, რასაც შევხედე ეს ხალხი ყველა გადასარჩენია, ყველა, გუშინ ვინც აქციაზე იყო.

მე მივიღე უკიდურესი ზომები, უნდა ვიშიმშილო, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი. არავინ უნდა იყოს დაჩაგრული, არც ქალი, არც კაცი, არც ორიენტაცია შეცვლილი ადამნი. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას დამცველი" - ამბობს ზაზა სარალიძე "მთავარ არხთან" ინტერვიუში.