"ქართული ოცნება” სიმპათიით უყურებს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას, ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ივანიშვილის მუქარა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “დასაჯოს” ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიშის მომგვრელია.
ასევე, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან “გლობალური ომის პარტიის” (ანუ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას თავდაცვისთვის იარაღს აწვდიან) ხსენება იმაზე მეტყველებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ნამეტან დროს ატარებდნენ CPAC-ზე უნგრეთში. არასდროს გამიგია ვაშინგტონში ვინმე გამოსულიყო წინადადებით, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტი უნდა გახსნას.” ნებისმიერი, ვინც სხვაგვარად ვარაუდობს, იტყუება.
ასევე, ეს პარანოიდალური შეპყრობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობითა” და სააკაშვილით (ორივე ბოლოს ხელისუფლებაში ათ წელზე მეტი ხნის წინ იყვნენ) მენტალური დაავადება გახდა.
როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და დამკვირვებელი, ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ქვეყნის შიდა პოლიტიკისთვის, რათა ფოკუსირებული ვყოფილიყავი აშშ-საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ ასპექტებზე. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” ბუნებრივად უდანაშაულობის პრეზუმფციას ვაძლევდი. ეს აღარ შეიძლება ასე იყოს. ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.
ნათელია, რომ “ქართული ოცნება” სერიოზული აღარ არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; სიმპათიით უყურებს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას; საქართველო ევროკავშირსა და ნატოში წევრობას დააშორა.
კი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ იმ სიგიჟის მერე, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ეს საუბრები არსად წავა. საქართველოში ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან წამოვა. ამ ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს გრძელი და ცხელი ზაფხული იქნება. “ქართულ ოცნებაში” ჩემს მეგობრებს მინდა ვუთხრა, ვიცი, რომ თქვენ იცით, ის რაც ხდება ცუდია ქვეყნისთვის. რა შეიძლება გაკეთდეს? ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემს მეგობრებს მინდა ვუთხრა, იყავით ძლიერები (და უსაფრთხოდ)!”, - წერს კოფი.
წაიკითხეთ ასევე: