ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც ძირითადად ადამიანებში გვხვდება. ამ დროს კანზე თეთრი ლაქების წარმოქმნა ხდება. როგორც გაირკვა, ეს დაავადება უიშვიათესად, მაგრამ ცხოველებშიც იჩენს თავს.
ბასტერი, ოთხი წლის ძაღლია, რომელიც აშშ-ში, ოკლაჰომაში ცხოვრობს. ძაღლს შავი ბეწვი ჰქონდა, ვიტილიგოს შედეგად კი გათეთრდა.
მედიის ცნობით, ძაღლმა ტრანსფორმაცია ბოლო 2.5 წელიწადში განიცადა. ძაღლის შემთხვევაში დაავადებამ იმოქმედა არა მხოლოდ კანის ფერზე, არამედ ბეწვის ფერზეც.
უცნობია, საიდან ვითარდება ვიტილიგო, მაგრამ ითვლება, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ნივთიერება ერევა უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს, ნივთიერებას, რომელიც აძლევს კანსა და თმას ფერს. ამ საკითხზე ჯერ კიდევ კვლევები მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც ბასტერის პატრონმა ფოტოები "Reddit“-ზე გამოაქვეყნა, ამბავი ვირუსულად გავრცელდა, მნახველები თვალებს ვერ უჯერებდნენ, ბევრი მათგანი ბასტერს მაიკლ ჯექსონსაც ადარებდა (როგორც ცნობილია, ვიტილიგო მაიკლ ჯექსონსაც ჰქონდა).
"ვაი! ეს არის ყველაზე მომხიბლავი რამ, რაც მინახავს“.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყალბი იქნებოდა, სანამ არ გადავხედე ყველა სურათს" - წერენ კომენტარებში.
საბედნიეროდ, ვიტილიგო უმტკივნეულოა და ძაღლს არ აქვს რაიმე ტკივილი ან დისკომფორტი.