მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესია მედიატორი  - როლი, ფუნქცია და ეთიკური ვალდებულებები
პროფესია მედიატორი  - როლი, ფუნქცია და ეთიკური ვალდებულებები

შე­სა­ვა­ლი

მე­დი­ა­ცია და­ვის გა­და­წყვე­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს, და­პი­რის­პი­რე­ბის ნაც­ვლად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. მე­დი­ა­ცია ეყ­რდნო­ბა არა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბას, არა­მედ დი­ა­ლოგს, და სრულ­დე­ბა არა მო­გე­ბით, ან წა­გე­ბით, არა­მედ ორი­ვე მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი შე­თან­ხმე­ბით. ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი ამ პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტორს ეკის­რე­ბა.

ვინ არის მე­დი­ა­ტო­რი?

მე­დი­ა­ტო­რი არის ნე­იტ­რა­ლუ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი პირი, რო­მე­ლიც და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­დი­ა­ტორს ჰქონ­დეს გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა სან­დო­ო­ბა, აქ­ტი­უ­რი მოს­მე­ნის უნა­რი, ეთი­კუ­რო­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რი, ემ­პა­თი­უ­რო­ბა, მიმ­ღებ­ლო­ბა, და თავ­მდაბ­ლო­ბა, ამავდრო­უ­ლად, მოთ­მი­ნე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

რო­გო­რია მე­დი­ა­ტო­რის როლი?

მე­დი­ა­ტორს არ აქვს უფ­ლე­ბა, რა­ი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მე­დი­ა­ცი­ის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე, ვი­ნა­ი­დან მო­სა­მარ­თლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი ფუნ­ქცია არ არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და გარ­კვე­ვა, თუ რო­მელ მხა­რეს დგას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მე­დი­ა­ტო­რის რო­ლია, და­ეხ­მა­როს და სტი­მუ­ლი მის­ცეს და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს, იმის­თვის, რომ:

  • კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად წარ­მარ­თონ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია;
  • გა­ერ­კვნენ თა­ვი­ანთ რე­ა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ში;
  • შე­ა­ფა­სონ რის­კე­ბი;
  • გა­ნი­ხი­ლონ შე­საძ­ლო გა­მო­სავ­ლის სხვა­დას­ხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა;
  • კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პის თა­ნახ­მად, მი­ვიდ­ნენ სა­ერ­თო
  • შე­თან­ხმე­ბამ­დე;
  • ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, გა­და­წყვი­ტონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი და და­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გი.

რო­გორ აღ­წევს ამ მი­ზანს მე­დი­ა­ტო­რი?

მე­დი­ა­ტო­რი მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მუ­შა­ობს მხა­რე­თა კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე, ზრუ­ნავს მშვი­დი და უსაფრ­თხო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ მხა­რეს ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ მათ ამ პრო­ცეს­ში უს­მე­ნენ, რათა ღიად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი.

მე­დი­ა­ტო­რი პრო­ცე­სის მე­ნე­ჯე­რია. ის, კონ­კრე­ტუ­ლი და­ვის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ი­მუ­შა­ვებს სტრა­ტე­გი­ას, არ­ჩევს მე­დი­ა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მატს, სე­სი­ის დღის წეს­რიგს, მხა­რე­თა მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის ნუს­ხა­სა და გან­ხილ­ვის თან­მიმ­დევ­რო­ბას. მე­დი­ა­ტო­რის ამო­ცა­ნაა, მხა­რე­ებ­თან ერ­თად მსჯე­ლო­ბა და მათი და­ფიქ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე, ასე­ვე, იდე­ე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და კრე­ა­ტი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა.

“მე­დი­ა­ტორ­მა პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, ერთი მხრივ, უნდა მო­ი­პო­ვოს მხა­რე­ე­ბის ნდო­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, შე­უქ­მნას მათ ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც შეძ­ლე­ბენ თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბარს და თვით­გა­მორ­კვე­ვას. ხში­რად მხა­რე­ებს შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე კარ­გად არ ჰქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რა არის მათი ინ­ტე­რე­სი და ამის აღ­მო­ჩე­ნა­სა და დად­გე­ნა­ში დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი და­ეხ­მა­როს. გვქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, სა­დაც და­ვის სა­გა­ნი იყო ქო­ნე­ბა, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი წყე­ნა და უყუ­რა­დღე­ბო­ბა იყო და რომ არა მე­დი­ა­ცია, ამას ერ­თმა­ნეთს ალ­ბათ არას­დროს ეტყოდ­ნენ. მე­დი­ა­ტო­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სწო­რედ ამ­გვა­რი გა­რე­მოს შექ­მნა­ში ვლინ­დე­ბა.” - ამ­ბობს ნინო მა­ჩა­ი­ძე-დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც 2019 წლი­დან მე­დი­ა­ტო­რია.

რო­გო­რია მე­დი­ა­ტო­რის ეთი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი?

მე­დი­ა­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მე­დი­ა­ტორ­თა ეთი­კის კო­დექ­სით რე­გუ­ლირ­დე­ბა. მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მე­დი­ა­ტო­რი უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას, მათ შო­რის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, მხა­რე­თა თვით­გა­მორ­კვე­ვის ხელ­შე­წყო­ბა და სხვა.

მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მე­დი­ა­ტო­რის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პე­ბია. ეთი­კის კო­დექ­სი ავალ­დე­ბუ­ლებს მე­დი­ა­ტორს, მი­ი­ღოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზომა, რათა და­ად­გი­ნოს, ხომ არ არ­სე­ბობს რა­ი­მე ფაქ­ტი ან გა­რე­მო­ე­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, შექ­მნას ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი ან ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს მისი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და თუ ასე­თი გა­რე­მო­ე­ბა არ­სე­ბობს, შე­ა­ტყო­ბი­ნოს მხა­რე­ებს ამის შე­სა­ხებ. მე­დი­ა­ტორს არ უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი მე­დი­ა­ცი­ის შე­დე­გის მი­მართ და თავი უნდა შე­ი­კა­ვოს ისე­თი პი­რა­დი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნებს მის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის კო­დექ­სის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მე­დი­ა­ტო­რის მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მე­დი­ა­ტორ­თა ეთი­კის კო­მი­სია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, შე­ა­მოწ­მოს მე­დი­ა­ტორ­ზე შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, შე­ის­წავ­ლოს მისი სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა და გა­და­წყვი­ტოს მე­დი­ა­ტო­რის დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

“მე­დი­ა­ტო­რის პრო­ფე­სი­ა­ში სან­დო­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ახა­ლი პრო­ფე­სი­აა და თუკი ერთი მე­დი­ა­ტო­რიც კი და­არ­ღვევს სტან­დარტს, ეს იმოქ­მე­დებს სხვა მე­დი­ა­ტო­რე­ბი­სა და მთე­ლი სფე­როს მი­მართ ნდო­ბა­ზე. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს - მე­დი­ა­ცია თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­აა, არ­სე­ბობს ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტი და მე­დი­ა­ტორ­თან მი­სუ­ლი მხა­რე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ ამ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას” - ამ­ბობს მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ყან­დაშ­ვი­ლი.

რო­გორ ავირ­ჩიო მე­დი­ა­ტო­რი?

ის რომ მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი მე­დი­ა­ტო­რი, მე­დი­ა­ცი­ის ერთი-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს რო­გორც სა­სა­მარ­თლო, ასე­ვე კერ­ძო მე­დი­ა­ცი­ა­ში.

მე­დი­ა­ტო­რის არ­ჩე­ვი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მისი რო­გორც ზო­გა­დი, ასე­ვე ამა თუ იმ სპე­ცი­ფი­კის და­ვა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია და ავ­ტო­რი­ტე­ტი. რად­გან მე­დი­ა­ცია მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბას არ ეთ­მო­ბა და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, სა­სურ­ვე­ლია, მხა­რე­ებ­მა მე­დი­ა­ტო­რის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, მის ავ­ტო­რი­ტეტს პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში.

მე­დი­ა­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ რე­ესტრში, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფია და მო­ნა­ცე­მე­ბი. მე­დი­ა­ტო­რის შერ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა, მხა­რე­თა მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლია მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­საც.

რო­გორ გა­ვი­გო მეტი მე­დი­ა­ცი­ი­სა და მე­დი­ა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ?

მე­დი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, მე­დი­ა­ტორ­თა რე­ესტრის გა­საც­ნო­ბად და მათ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, შე­გიძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დეთ მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას. მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია, რო­მე­ლიც 2019 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის და­ნერგვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ვებგ­ვერ­დი: www.mediators.ge

ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი: 2 905 900

ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა: info@mediators.ge

თუ გაქვს დავა, იცო­დე, რომ გაქვს და­ვის გა­და­წყვე­ტის მარ­ტი­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც. აირ­ჩიე მე­დი­ა­ცია, და­ას­რუ­ლე დავა შე­თან­ხმე­ბით!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

პროფესია მედიატორი  - როლი, ფუნქცია და ეთიკური ვალდებულებები

პროფესია მედიატორი  - როლი, ფუნქცია და ეთიკური ვალდებულებები

შესავალი

მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მხარეებს, დაპირისპირების ნაცვლად, მოლაპარაკების შესაძლებლობას აძლევს. მედიაცია ეყრდნობა არა შეჯიბრებითობას, არამედ დიალოგს, და სრულდება არა მოგებით, ან წაგებით, არამედ ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით. ერთ-ერთი მთავარი როლი ამ პროცესში მედიატორს ეკისრება.

ვინ არის მედიატორი?

მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც დავაში მონაწილე მხარეებს კეთილგონივრული მოლაპარაკების წარმოებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, მედიატორს ჰქონდეს გამორჩეული პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სანდოობა, აქტიური მოსმენის უნარი, ეთიკურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ემპათიურობა, მიმღებლობა, და თავმდაბლობა, ამავდროულად, მოთმინება, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარ-ჩვევები.

როგორია მედიატორის როლი?

მედიატორს არ აქვს უფლება, რაიმე გავლენა მოახდინოს მედიაციის საბოლოო შედეგებზე, ვინაიდან მოსამართლისგან განსხვავებით, მისი ფუნქცია არ არის გადაწყვეტილებების მიღება და გარკვევა, თუ რომელ მხარეს დგას სამართლიანობა. მედიატორის როლია, დაეხმაროს და სტიმული მისცეს დავაში მონაწილე მხარეებს, იმისთვის, რომ:

  • კონსტრუქციულად წარმართონ ერთმანეთთან კომუნიკაცია;
  • გაერკვნენ თავიანთ რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებში;
  • შეაფასონ რისკები;
  • განიხილონ შესაძლო გამოსავლის სხვადასხვა ალტერნატივა;
  • კეთილსინდისიერების პრინციპის თანახმად, მივიდნენ საერთო
  • შეთანხმებამდე;
  • ნებაყოფლობით, თავიანთი სურვილისამებრ, გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი და დავის საბოლოო შედეგი.

როგორ აღწევს ამ მიზანს მედიატორი?

მედიატორი მედიაციის პროცესის პირველივე წუთიდან მუშაობს მხარეთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე, ზრუნავს მშვიდი და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნაზე. მნიშვნელოვანია, თითოეულ მხარეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ ამ პროცესში უსმენენ, რათა ღიად და თავდაჯერებულად გამოხატონ თავიანთი ემოციები და მოსაზრებები.

მედიატორი პროცესის მენეჯერია. ის, კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სტრატეგიას, არჩევს მედიაციის ჩატარების ფორმატს, სესიის დღის წესრიგს, მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად განსახილველი საკითხების ნუსხასა და განხილვის თანმიმდევრობას. მედიატორის ამოცანაა, მხარეებთან ერთად მსჯელობა და მათი დაფიქრება სხვადასხვა ალტერნატივაზე, ასევე, იდეების სტიმულირება და კრეატიული გარემოს შექმნა.

“მედიატორმა პირველივე წუთებიდან, ერთი მხრივ, უნდა მოიპოვოს მხარეების ნდობა, მეორე მხრივ კი, შეუქმნას მათ ისეთი გარემო, სადაც შეძლებენ თავისუფლად საუბარს და თვითგამორკვევას. ხშირად მხარეებს შეიძლება ბოლომდე კარგად არ ჰქონდეთ გააზრებული, რა არის მათი ინტერესი და ამის აღმოჩენასა და დადგენაში დიალოგის პროცესი დაეხმაროს. გვქონია ისეთი შემთხვევებიც, სადაც დავის საგანი იყო ქონება, მაგრამ გარკვეულა, რომ სინამდვილეში ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი წყენა და უყურადღებობა იყო და რომ არა მედიაცია, ამას ერთმანეთს ალბათ არასდროს ეტყოდნენ. მედიატორის პროფესიონალიზმი სწორედ ამგვარი გარემოს შექმნაში ვლინდება.” - ამბობს ნინო მაჩაიძე-დოლიძე, რომელიც 2019 წლიდან მედიატორია.

როგორია მედიატორის ეთიკური ვალდებულებები?

მედიატორის პროფესიული ეთიკური ვალდებულებები მედიატორთა ეთიკის კოდექსით რეგულირდება. მასში გაერთიანებული და ჩამოყალიბებულია ის ღირებულებები, რომლებითაც მედიატორი უნდა ხელმძღვანელობდეს თავისი საქმიანობისას, მათ შორის, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, კვალიფიკაციის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა, მხარეთა თვითგამორკვევის ხელშეწყობა და სხვა.

მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა მედიატორის საკვანძო პრინციპებია. ეთიკის კოდექსი ავალდებულებს მედიატორს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაადგინოს, ხომ არ არსებობს რაიმე ფაქტი ან გარემოება, რომელმაც შესაძლოა, შექმნას ინტერესთა კონფლიქტი ან ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა და თუ ასეთი გარემოება არსებობს, შეატყობინოს მხარეებს ამის შესახებ. მედიატორს არ უნდა ჰქონდეს პირადი ინტერესები მედიაციის შედეგის მიმართ და თავი უნდა შეიკავოს ისეთი პირადი თუ პროფესიული ურთიერთობისგან, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მედიატორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილია მედიატორთა ეთიკის კომისია, რომელსაც შეუძლია, შეამოწმოს მედიატორზე შემოსული ინფორმაცია, შეისწავლოს მისი საფუძვლიანობა და გადაწყვიტოს მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

“მედიატორის პროფესიაში სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალი პროფესიაა და თუკი ერთი მედიატორიც კი დაარღვევს სტანდარტს, ეს იმოქმედებს სხვა მედიატორებისა და მთელი სფეროს მიმართ ნდობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს - მედიაცია თვითრეგულირებადი პროფესიაა, არსებობს ეთიკური სტანდარტი და მედიატორთან მისული მხარეები აუცილებლად მიიღებენ ამ სტანდარტის შესაბამის მომსახურებას” - ამბობს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

როგორ ავირჩიო მედიატორი?

ის რომ მხარეებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი მედიატორი, მედიაციის ერთი-ერთი უპირატესობაა. ეს შესაძლებლობა არსებობს როგორც სასამართლო, ასევე კერძო მედიაციაში.

მედიატორის არჩევისას გასათვალისწინებელია მისი როგორც ზოგადი, ასევე ამა თუ იმ სპეციფიკის დავაზე მუშაობის გამოცდილება, საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი. რადგან მედიაცია მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობას არ ეთმობა და ორიენტირებულია ურთიერთობების მოგვარებასა და შენარჩუნებაზე, სასურველია, მხარეებმა მედიატორის შერჩევისას ყურადღება მიაქციონ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ მახასიათებლებს, მის ავტორიტეტს პროფესიულ წრეებში.

მედიატორის კანდიდატურის შერჩევა შესაძლებელია მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ რეესტრში, სადაც მოცემულია ყველა სერტიფიცირებული მედიატორის ბიოგრაფია და მონაცემები. მედიატორის შერჩევაში დახმარება, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში, შეუძლია მედიატორთა ასოციაციასაც.

როგორ გავიგო მეტი მედიაციისა და მედიატორების შესახებ?

მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მედიატორთა რეესტრის გასაცნობად და მათთან დასაკავშირებლად, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მედიატორთა ასოციაციას. მედიატორთა ასოციაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს საქართველოში მედიაციის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებაზე.

ვებგვერდი: www.mediators.ge

ტელეფონის ნომერი: 2 905 900

ელექტრონული ფოსტა: info@mediators.ge

თუ გაქვს დავა, იცოდე, რომ გაქვს დავის გადაწყვეტის მარტივი ალტერნატივაც. აირჩიე მედიაცია, დაასრულე დავა შეთანხმებით!

R