Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა

ბა­ზის­ბანკთან, რო­გორც ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლეს მხარ­დამ­ჭერ­თან პარტნი­ო­რო­ბით, ჟორ­და­ნი­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბით, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კლი­ნი­კის ფორ­მა­ტით იწყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ი. ჟორ­და­ნი­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სამ­შო­ბი­ა­რო იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე, კომ­ფორ­ტულ და პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებს შეს­თა­ვა­ზებს.

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ახა­ლი კლი­ნი­კის შე­ნო­ბის სრუ­ლი რე­მონ­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა ბა­ზის­ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

„ვივო მე­დი­ქალ ჯგუ­ფის“ წევ­რი, ჟორ­და­ნი­ას კლი­ნი­კა, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის­თვის ახა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია 100 სა­წო­ლით. სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის გუნ­დის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის სინ­თე­ზი, უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რან­ტი­ას ქმნის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ კლი­ნი­კა ინარ­ჩუ­ნებს მის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა და ამავდრო­უ­ლად გა­ა­ერ­თი­ა­ნებს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს: ორ­სულ­თა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, გი­ნე­კო­ლო­გია, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ქი­რურ­გია, ურო­ლო­გია, მა­მო­ლო­გია, მე­ა­ნო­ბა-ნე­ო­ნა­ტო­ლო­გია.

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის და­გეგ­მა­რე­ბა და აღ­ჭურ­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ.

ი. ჟორ­და­ნი­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და გი­ნე­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრია, რომ­ლის ის­ტო­რი­აც 1958 წლი­დან იწყე­ბა. კლი­ნი­კის არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ინერ­გე­ბო­და დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი. 2016 წლი­დან, ი. ჟორ­და­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი “ვივო მე­დი­ქალ ჯგუფ­ში” გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, კლი­ნი­კა სრუ­ლად გა­ნახ­ლდა და ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

R

ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა

ბაზისბანკთან, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით იწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.

რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„ვივო მედიქალ ჯგუფის“ წევრი, ჟორდანიას კლინიკა, ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია, მეანობა-ნეონატოლოგია.

სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

R