ავტორი:

"სრულიად უსუსური,  “მასოვკის” თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს" - რა წერს გია ხუხაშვილი "ოცნების" აქციასა და ივანიშვილის გამოსვლაზე?

"სრულიად უსუსური,  “მასოვკის” თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს" - რა წერს გია ხუხაშვილი "ოცნების" აქციასა და ივანიშვილის გამოსვლაზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" აქციას და მასზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმაურება:

"ჩვენ გუშინ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია.

ვუყურებდით, როგორ იმსხვრეოდა მთელი მისი ცხოვრებით შექმნილი ერთგვარი წარმატების და უძლეველობის მითოლოგია და სრულიად უსუსური და შიშველი, გაბოროტებული, “მასოვკის” თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს.

დაუნდობლად ცდილობდა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში, რადგან მის შემდეგ “ქვა ქვაზე ნურც დარჩენილა”…

იხილეთ ასევე: