რუსებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
"მტერმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სამწუხაროდ, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი და ერთი ძაღლი დაიღუპა. რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს“, - წერს ოლეგ კიპერი "ტელეგრამის“ არხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი "ოდესის იურიდიული აკადემიის“ სტუდენტურ სასახლეში გაჩნდა.